თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 21:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 11
რაიოლა: "იბრაჰიმოვიჩს მსოფლიო იცნობდა, ინგლისმა კი აღმოაჩინა"
მინო რაიოლა თვლის, რომ ზლატანმა თავის კრიტიკოსებს შესაფერისი პასუხი გასცა.
რაიოლა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მიიჩნევს, რომ შვედეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი კრიტიკოსები "მოკლა".

საფეხბურთო ექსპერტებსა და გულშემატკივრებს ეჭვი ეპარებოდათ 35 წლის ფეხბურთელში, რომელმაც საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატების დატოვების შემდეგ პრემიერ ლიგას მიაშურა.

თუმცა, მან ამ ექსპერტებსა და გულშემატკივრებს 25 მატჩის ჩატარებითა და 16 გოლის გატანით უპასუხა.

"ზლატანი ინგლისისთვის აღმოჩენად იქცა, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო მას უკვე იცნობდა.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ გვეჩვენებინა, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში აკეთებდა, პრემიერ ლიგაშიც შეძლებდა.

ყოველთვის იყო ეჭვი, შეძლებდა თუ არა პრემიერ ლიგაშიც, მან კი ყველა მოკლა, ვისაც ეს კითხვა გაუჩნდა მის თამაშთან დაკავშირებით",
- განაცხადა შვედის აგენტმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2016 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
აუღო ალღო და ეხლა სდიონ wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top