თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2375,
კომენტარები: 14
რაიოლა: "მეორე წელი მხოლოდ დროის საკითხია"
მინო რაიოლამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის "იუნაიტედში" დარჩენა დაადასტურა.
რაიოლა:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი წლით დარჩება.

შვედ ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა კლუბს კიდევ 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს.

ჟოზე მოურინიომ უკვე დაადასტურა, რომ ის ამ უფლებით ისარგებლებს, შვედის აგენტმა კი თავის მხრივ ასევე გამოთქვა იბრაჰიმოვიჩის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის სურვილი.

"დიდი შანსია, რომ მეორე წელი იყოს. კონტრაქტში უკვე შეტანილია ეს პუნქტი, ასე რომ, ჩვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ახალი არ არის. ორივე მხარე კმაყოფილია.

უფრო დროის საკითხია, ვიდრე იმის, მოხდება თუ არა.

გასულ წელს ჩინეთიდანაც მივიღეთ დიდი შემოთავაზებები, მაგრამ არ აირჩია და ინგლისში მივიდა თავისი სულისკვეთების საჩვენებლად.

ჯერ არ ამოუწურავს შესაძლებლობები. ჯერ კიდევ მასშია. ჯერ კიდევ ესწრაფვის გამარჯვებას, თამაშს, და მხოლოდ ფული რომ აღელვებდეს, ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" არ იქნებოდა",
- განაცხადა რაიოლამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სავარაუდოთ დარჩება
0
№12
ავტორი: Gamkrelidze
22 დეკემბერი 2016 16:45
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მეცოდება მარსიალი ფლანგზე recourse აშკარად ცხრიანზე უფრო მაგარი იყო მაგრამ რას ვიზამთ... იბრაა რა მაინც bully
0
№13
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2016 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Uberebeli zlatanishe ❤️
0
№14
ავტორი: giorgisamnidze99
22 დეკემბერი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ზლატან მაგარი ბიჭი ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top