თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 22:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2479,
კომენტარები: 12
ბლომქვისტი: "ლინდელეფი ფერდინანდის დონეს მიაღწევს"
იესპერ ბლოქვისტის მოსაზრება შვედი მცველის შესახებ.
ბლომქვისტი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის "ბენფიკას" ცენტრალური მცველის, ვიქტორ ლინდელეფის შეძენასთან, გუნდის ყოფილი ვინგერი იესპერ ბლოქვისტი კი ფიქრობს, რომ ეს შენაძენი გუნდისთვისაც კარგი იქნება და ფეხბურთელისთვისაც.

"ნოემბერში შვედეთისა და საფრანგეთის მატჩს ტელევიზიორით ვადევნებდი თვალს და ტრიბუნაზე ჟოზე მოურინიო შევამჩნიე, პირველად გავიფიქრე, რომ ვიქტორ ლინდელეფს აკვირდებოდა.

მერე კი ვიფიქრე, რომ ეს კარგი ტრანსფერი იქნებოდა ფეხბურთელისთვისაც და "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც".

სწრაფია, ბურთთან ერთად თავდაჯერებულად გრძნობს თავს, თამაში მოსწონს და ძალიან ძლიერია. "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის საუკეთესო შედარების მაგალითად რიო ფერდინანდი და რონი იონსენი გამოდგებოდნენ. არ ვამბობ, რომ უკვე მათ დონეზეა, მაგრამ მიაღწევს",
- განაცხადა იესპერმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
23 დეკემბერი 2016 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
თვითონ ბლომქვისტი რა მაგარი იყო ვისაც გახსოვთ
0
№12
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2016 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
მაგრად კი აქებენ და ვნახოთ აბა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top