"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ აღიარა, თუ "წითლების" რომელ ლეგენდარულ ფეხბურთელს გულშემატკივრებოდა პატარაობიდანვე.
ბასკმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" პირველად 2012 წლის მარტში ითამაშა, როცა ბილბაოს "ატლეტიკის" რიგებში ევროპა ლიგის ეგიდით "წითელ ეშმაკებს" და რაიან გიგზს დაუპირისპირდა.
"ფანტასტიკური მოგონებები მაქვს, რადგან ფანტასტიკური გუნდი დავამარცხეთ. რაიან გიგზის წინააღმდეგ თამაშის შანსი მომეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან სახლში მისი ფოტო მქონდა.
მახსოვს, რომ ბილბაოდან ბევრი ადამიანი ჩამოვიყვანეთ, "ატლეტიკისთვის" საოცარი დღე, იმიტომ, რომ აქ 12 ათასი თუ 13 ათასი მაყურებლის თვალწინ გავიმარჯვეთ.
ძალიან კარგად ვითამაშეთ და არასდროს დამავიწყდება, რომ მატჩის ბოლოს "იუნაიტედის" ფანები ტაშს გვიკრავდნენ, საოცარი იყო" - იხსენებს ერერა.