"ბაიერნის" ათიანი არიენ რობენი, თავის თანამემამულეს, მემფის დეპაის ურჩევს რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში დატოვოს და სხვა კლუბში გადაბარგდეს.
"ის ძალიან ტალანტური მოთამაშეა, იგი დიდი ტალანტითაა დაჯილდოვებული. ვფიქრობ თუ მისი კარიერა ასე გაგრძელდა, ის უნდა წავიდეს. ყველა ხედავს რომ თავის შესაძლებლობებს ის "იუნაიტედის" მაისურით ვერ ავლენს. ასე რომ თავად გადაწყვეტს ყველაფერს." - განაცხადა არიენ რობენმა GOAL.СOM_თან ინტერვიუში.