რამოდენიმე ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაკიტიჩი უკმაყოფილოა საკუთარი როლით "ბარსელონაში" და "კამპ ნოუს" დატოვება სურდა, მისით კი დაინტერესებულნი იყვენენ ისეთი კლუბები, როგორებიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსი" და "იუვენტუსი", უცხოური პრესა კი ბრძოლაში ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევდა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. ესპანურ წყაროზე დაყრდნობით ივანი კატალონიელებთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, რაკიტიჩი ბედნიერია ესპანურ გრანდში და არ სურს ესპანეთის დატოვება, ასევე დიდია იმის შანსი, რომ ხორვატმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს კატალონიელებთან და უარი თქვას "იუნაიტედის" შეთავაზებაზე.
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი "ბარსელონაში" 2014 წელს "სევილიადან" გადავიდა და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, მაგრამ რაც "ბარსელონამ" დენის სუარესი და ანდრე გომეში დაიმატა. მას შემდეგ რაკიტიჩის როლი "ბარსელონაში" შედარებით შეიცვალა.
რაკიტიჩმა წლევანდელ სეზონში ლა ლიგის 15 მატჩიდან 10 ძირითად შემდაგენლობაში დაიწყო. იგი კვლავ განიხილება "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. ამიტომ დიდია იმის ალბათობა რომ ივანი ახალ კონტრაქტს მალეე გააფორმებს "ბალუგრანასთან".