"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს.
ჟოზე მოურინიოს პირველი წელი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე არც ისე ადვილი გამოდგა, რამეთუ მისი გუნდი ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფება და "ჩელსის" 13 ქულით ჩამორჩება.
თუმცა, პრემიერ ლიგის უკანასკნელი სამი შეხვედრა გუნდმა მოიგო და შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
BT Sport-თან ინტერვიუში ჯერარდმა ახსნა, თუ რატომ მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ინგლისის ჩემპიონობის წოდებისთვის იბრძოლებს.
"უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლამდე სულ მცირედი აკლიათ. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებს, წელს კი, შესაძლოა, ცოტა უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ნამდვილად წინ მიიწევენ და საშინლად კარგად თამაშობენ გასულ წლებთან შედარებით", - განაცხადა სტივენმა.