თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2016, 21:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ გუნდის ვითარებაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს, მაგრამ კრის სმოლინგი "ვესტ ბროვიჩთან" თამაშს შეძლებს.

ბაიიმ "კრისტალ პალასთან" მიიღო დაზიანება და როგორც მოსალოდნელია, იგი შობის პერიოდში დაუბრუნდება თავის თანაგუნდელებს.

სმოლინგის 23 ოქტომბრის შემდეგ არ ჩაუტარებია მატჩია, მაგრამ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე მოურინიომ მის შესახებ დადებითი ინფორმაცია გაარცელა.

"ბაიი ამ თამაშში ვერ ითამაშებს, მაგრამ იმდენად სერიოზული ტრავმა არ აქვს, როგორიც პირველად მეგონა. იმედი გვაქვს, შობის პერიოდში დაგვიბრუნდება. სმოლინგი კი ამ მატჩში ჩვენთან ერთად იქნება"
, - განაცხადა მწვრთნელმა.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ ასევე დაადასტურა, რომ ლუკ შოუ და ჰენრიხ მხითარიანი კვლავ გუნდის ლაზარეთში რჩებიან.

აღნიშნული თემების მიმოხილვის შემდეგ პორტუგალიელს ასევე ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა 35 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დატოვება მატჩს მიღმა, რაზეც უპასუხა.

"არის, არის. მაგრამ ხვალ ბოლო მატჩია და შემდეგ ერთი კვირა ფეხბურთს აღარ ითამაშებენ, ეს კვირა კი ჩემს ფეხბურთელებს სჭირდებათ, განსაკუთრებით მას".



წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: უეინ რუნი
17 დეკემბერი 2016 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იგივე სასტავი იქნება რაც პალასთან იყოო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top