"ვესტ ჰემიდან" დიმიტრი პაიეს გადაბირების ნებისმიერი მცდელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის მომავალზე იქნება დამოკიდებული.
"წითლებს" დიდი ხანია უკავშირებენ პაიეს სახელს, რამეთუ ჟოზე მოურინიოს შეტევის ხაზის გაძლიერება სურს.
Le10Sport-ი კი იტყობინება, რომ "ჩაქუჩები" იანვარში პაიეს გაშვებას მხოლოდ იმ შემთვევაში დასთანხმდებიან, თუკი "იუნაიტედი" მათ მარსიალს იჯარით მიათხოვებს და თანაც კონტრაქტში გამოსყიდვის უფლებას შეიტანს.
ლუი ვან გაალის მიერ შეძენილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ჩვეულ ფორმაში ვერ იმყოფება და მოურინიოს ხელმძღანელობისას 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
სწორედ ამ მიზეზით მოურინიოს თავისი გუნდის შემტევი პოტენციალის გაუმჯობესება სურს და პაიეს შეძენას ეცდება, მაგრამ სანაცვლოდ მარსიალის დათმობა შეიძლება მოუხდეს.