დიმიტარ ბერბატოვი ხუთშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, რათა კარინგტონზე ივარჯიშოს.
"წითელი ეშმაკების" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად უკლუბოდ იმყოფება და ფორმის შესანარჩუნებლად ჟოზე მოურინიოს სავარჯიშო ტექნიკას გამოიყენებს, სამომავლოდ კი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.
ბერბატოვმა უეინ რუნისთან ერთად სავარჯიშო ბაზაზე გადაიღო ფოტო, რომელიც თავის Facebook გვერდზე ატვირთა.
ბულგარელმა ფორვარდმა "ოლდ ტრაფორდზე" ოთხი სეზონი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ 149 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ლიგის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2012 წელს კი "ფულჰემში" გადავიდა.
უკანასკნელად ბერბატოვი "პაოლში" ირიცხებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოეწურა და ბერძნულმა კლუბმა მისი დატოვება აღარ ისურვა.