თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2610,
კომენტარები: 14
ოუენი: "მე ზლატანზე უფრო მნიშვნელოვანი გოლები გამქონდა"
მაიკლ ოუენი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედში" მის მიერ გატანილი გოლები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე იბრაჰიმოვიჩის გოლები.
ოუენი:
მაიკლ ოუენი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული სამი წლის განმავლობაში მის მიერ გატანილი გოლები გაცილებით მეტად ფასობს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", ვიდრე ზლატან იბრაჰიმოვიჩს გოლები.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს კომენტარს უპასუხა, რომელიც ფიქრობს, რომ შვედი გაცილებით მეტ გოლს გაიტანს ერთ სეზონში, ვიდრე ოუენმა მოახერხა სამ სეზონში.

"რეალობა ის არის, რომ ზლატანი უფრო მეტ გოლს გაიტანს ერთ სეზონში, ვიდრე მაიკლ ოუენმა სამ სეზონში მოახერხა.

"იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში მან 17 გოლი გაიტანა, ზლატანი კი მხოლოდ ექვსი თვეა იმყოფება ჩვენთან, ესე იგი, კარგი არჩევანი გავაკეთეთ",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

ოუენმა პასუხის გაცემის შანსი არ გაუშვა ხელიდან და აღნიშნა, რომ მისი გოლები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო "წითელი ეშმაკებისთვის".

"მე ვთქვი, რომ ზლატანი გრძელვადიანი ფეხბურთელი არ იყო, რობინ ვან პერსის მსგავსი არ იყო - მხოლოდ ერთი ან ორი სეზონისთვის შეიძინეს.

"იუნაიტედმა" ახალი უეინ რუნი უნდა იპოვონ, 18 ან 19 წლის ასაკში მყოფი, ან თავად გამოზარდონ.

ჩემი გოლები უფრო მნიშვნელოვანი იყო "იუნაიტედისთვის", რადგან მე მხოლოდ 10% მეძლეოდა იმისა, რასაც ზლატანი ერთ კვირაში იღებს",
- განაცხადა ინგლისელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
14 დეკემბერი 2016 22:10
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
პროსტა ის ტეხავს რომ მეორე რუნის ვერასდროს იპოვის ვერც იუნაიტედი და ვერც მთელი საფეხბურთო სამყარო მაიკლ fellow
4
№12
ავტორი: giorgi_mg
14 დეკემბერი 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამისმა გოლმა სიტის კარში (4:3) იმხელა სიხარული მომიტანა, რომ იბრას ასეთ გოლებს 30ს მირჩევნია. გეთანხმები ოუვენ ჯერჯერობით იმედია
0
№13
ავტორი: Mixito
14 დეკემბერი 2016 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Vinmem zustad daweret dges gvaq tamashi? Flashscoreze araa
0
№14
ავტორი: უეინ რუნი
14 დეკემბერი 2016 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: lefty
ციტატა: Jorbe-Jorbe
4–3... რა დამავიწყებს manunited

ნევილის გოიმობა არ მავიწყდება მაგ თამაშში

არც მე არ მავიწყდება ნევილიის ეგ თამაშიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top