"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა "ოლდ ტრაფორდზე" გატანილი თავისი პირველი გოლი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს მიუძღვნა.
"ტოტენჰემთან" მატჩის პირველ ტაიმში ჰენრიხმა შეხვედრის ერთადერთი და შესაბამისად გამარჯვების გოლი გაიტანა, რაც "იუნაიტედის" მაისურით გატანილი მისი მეორე გოლია.
მხითარიანმა მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, რადგან დენი როუზთან ორთაბრძოლისას დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თავის Facebook გვერდზე გულშემატკივრებისადმი მიძღვნილი პოსტი დაეწერა:
"საოცარი გუნდური გამარჯვება იყო! "ოლდ ტრაფორდზე" გატანილ ჩემს პირველ გოლს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ვუძღვნი მთელი მსოფლიოს მასშტაბით! დიდი მადლობა თქვენი მხარდამჭერი შეტყობინებებისთვის! მიყვარხართ" - დაწერა მხითარიანმა სოციალურ ქსელში.