თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 21:48
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2556,
კომენტარები: 11
სერ ალექსის პრესკონფერენცია
ფერგიუსონი: ჩვენ რთული მატჩი გველის
სერ ალექსის პრესკონფერენცია
სერ ალექს ფერგიუსონი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში "მანჩესტერ იუნიატედის" შთამბეჭდავი თამაში "უაით ჰარტ ლეინზე" არ იმოქმედებს კვირას გასამართ მატჩზე, ვინაიდან მასპინძლებს ამ სეზონში ახალი მწვრთნელი ჰყავთ.

სერ ალექსი მოხიბლულია იმ სამუშაოთი რაც ვილიაშ-ბოაშმა გააკეთა "ტოტენჰემისთვის". წინა სეზონში, ამ დროს პორტუგალიელი "ჩელსის" თავკაცობდა, მაგარმ მარტის დასაწყისში მას დაატოვებინეს პოსტი. წელს ის "სპურსს" კარგად შეეწყო თუ ვიმსჯელებთ მისი პირველი 22 მატჩით. ასევე მან "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხა "წითლები" ანგარიშით 3-2, ეს იყო "პრემიერ ლიგის" ერაში პირველი გამარჯვება "ტოტენჰემისთვის" "ოცნებების თეატრზე".

"მე ვფიქრობ "სპურსი" წელს ძალიან კარგად გამოიყურება" განაცხადა სერ ალექსმა პარასკევს, წინასამატჩო პრესკონფერნციაზე. "მე მათ რამდენიმე თამაშს ვუყურე და ისინი სტაბილურად თამაშობენ. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და ვფიქრობ მათ შესწევთ ძალა "ჩემპიონთა ლიგის" საგზურის მოპოვებისთვის".

"ვილიაშ-ბოაში ძალიან კარგად ათამაშებს "სპურს" და ჩემი აზრით ფეხბურთელები ძალიან კარგად ასრულებენ მწვრთნელის დავალებას. ეს არის ის რაც ყველა მწვრთნელს სურს - თავისი ფილოსოფიის დამკვიდრება. ისინი იბრძოლებენ პირველ ოთხეულში მოსახვედრად."


"იუნაიტედს" აქვს თერთმეტ მატჩიანი დაუმარცხებელი სერია "უაით ჰარტ ლეინზე", მათი ბოლო მარცხი იყო 2001 წლის მაისში, როდესაც "წითლებს" უკვე განაღდებული ჰქონდათ "პრემიერ ლიგის" თასი, ამიტომ ამ თამაშს მათთის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა "იუნაიტედმა" 1999 წლის ოქტომბერში წააგო. სერ ალექსი ამაყობს ამ დაუმარცხებელი სერიით, თუმცა კვირის მატჩში მხოლოდ ამას ვერ ენდობა.

"ჩვენ შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვს "უაით ჰარტ ლეინზე" განაცხადა მან. "ეს არის ძველი სტილის სტადიონი, რომელიც გამოირჩევა სხვებისგან, ისევე როგორც "ასტონ ვილას" და "ევერტონის" სტადიონები. იქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა და ჩვენ გვიყვარს იქ თამაში. მაგრამ ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს რომ მოვიგებთ, კვირას რთული მატჩი გველის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თამაში".

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
19 იანვარი 2013 00:14
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გაჭირვებით მაგრამ მოვუგებთ თან რუნიც დაბრუნდაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top