თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2016, 10:57
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2657,
კომენტარები: 11
რიო ფერდინანდი „იუნაიტედის“ საბოლოო შედეგს ვარაუდობს
ფერდინანდი თავისი ვერსიით "იუნაიტედის" საბოლოო პოზიციას ასახელებს.
რიო ფერდინანდი „იუნაიტედის“ საბოლოო შედეგს ვარაუდობს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ინგლისურ გამომცემლობას, The Sport Review_ს ინტერვიუ მისცა, სადაც იგი საუბრობს „იუნაიტედზე“. ინგლისელმა მცველმა გამოთქვა ვარაუდი რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ საბოლოოდ შეძლებს პრემიერ ლიგაში ოთხეულში შევიდეს და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია მოიპოვოს.

„მე ვხედავ რომ „მანჩესტერ სიტი“ ქულებს კარგავს, ისინი ვერ ინარჩუნებენ სტაბილურობას. „ლივერპულმა“ წინა ტურში „ბორმუთთან“ წააგო, ამას ვერავინ იფიქრებდა. „ტოტენჰემს“ ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა ამ სერიაში ბევრი ფრე ჰქონდათ, საბოლოოდ მათ ეს სერია ლონდონის „ჩელსთან“ დაასრულეს.“

„ჯერჯერობით მხოლოდ „ჩელსი“ გამოიყურება სტაბილურად და ისინი ცხრილს ლიდერობენ. რაც შეეხება „არსენალს“, ისინი უკვე ბოლო რამდენიმე წელია ქულების უაზროდ დაკარგვის გამო ვერ იღებენ სათანადო შედეგს. ასეთია პრემიერ ლიგა, აქ ყველაფერია მოსალოდნელი. სრულებით შესაძლებელია რომ „იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში, ჩემპიონობის თუ არა ოთხეულის მოპოვება მაინც შეძლოს.“
- აცხადებს რიო ფერდინანდი.

შეგახსენებთ რომ მანჩესტერ იუნაიტედი ახლა ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ჩელსის“, 13 ქულით ჩამორჩება.

წყარო: The Sport Review
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: basota
12 დეკემბერი 2016 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top