თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 19:14
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2521,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" სამიზნეები გოდინი და გედესი იქნებიან
როგორც ინგლისური გამოცემა SkySports_ი გვამცნობს, ზამთარში შეასძლოა დიეგო გოდინი და გონსალო გედესი „იუნაიტედს“ შეუერთდნენ.
ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემა SkySports_ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამიზნეები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიეგო გოდინი და გონსალო გედესი იქნებიან.

მას შემდეგ რაც „იუნაიტედმა“ „ევერტონთან“ მატჩი ფრედ, 1-1 დაასრულა, გადაწყდა რომ გუნდს ახალი ტოპ-კლასის ცენტრალური მცველი სჭირდება. სწორედ ამიტომ „ატლეტიკო მადრიდის“ ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი შესაძლოა ზამთარში „იუნაიტედს“ შეუერთდეს. ურუგვაელი მცველი „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან დღემდე ირიცხება და ჯამში „მადრიდელთა“ მაისურით 120-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. დიეგომ ამ სეზონში მოედანზე 1440 წუთი გაატარა და ჯამში 105 ორთაბრძოლა მოიგო. „მანჩესტერელმა“ კრის სმოლინგმა კი მოედანზე 770 წუთი ითამაშა და 45 დუელი მოიგო. ამ სეზონში დიეგო გოდინმა ასევე მოახერხა ორი გოლის გატანა „ატლეტიკო მადრიდის“ მაისურით.

რაც შეეხება პორტუგალიელ გონსალო გედესს, იგი ირიცხება პორტუგალიური „ბენფიკას“ რიგებში. თავის გუნდში მას „ახალ რონალდოს“ უწოდებენ. 20 წლის პერსპექტიული ვინგერით სწორედ „იუნაიტედია“ დაინტერესებული. ახალგაზრდა მოთამაშემ ამ სეზონში ოთხი გოლის გატანა შეძლო, მისი პასების 84.5% ზუსტად მთავრდება. მას შემდეგ რაც რენატო სანჩეზმა „ბენფიკა“ დატოვა და მიუხენის „ბაიერნს“ შეუერთდა, გედესი მის ღირსეულ შემცველად ითვლება.

წყარო: skySports
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
10 დეკემბერი 2016 07:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GaMkReLa
არ მინდა გოდინი მანჩესტერში sad მგონია რო ვერ ითამაშებს და დიდად გულზე არ მეხატება. what რაც შეეხება გედესს კაი ბიჭია მარა მაგის პოზიციაზე ძაან ბევრი გვყავს. თუ ვიყიდით 21_წლამდელებთან უნდა ითამაშოს და ეგ იქნება.

ისე დეპაიც ახალი რონალდო იყო და იანუზაიც და ბოლოს მაინც ლობჟანიძის დონემდეც ვერ ავიდნენ belay ვნახოთ ვნახოთ რა მე მაინც დეპაის იმედი მაქვს

17 წელია ძმა ფეხბურთს ვუყურებ და იმხელა გამოცდილება მაინც მაქ რო დეპაის იმედი არმქონდეს აი დეპაი თუ მანჩესტერში ათამაშდა და რამეს მიაღწია ღირებულს და ღირსეული 7 ნომრის ნახევარი მაინც გახდა 1 კვრია სახინკლეს გიკისრებ ყოველდღე და 1 წელი ფეხბურთს არშევხედავ თუგინდა :D :D რა დეპაი ძმურად კაი რა

ციტატა: bziki
ვერატი მეც ყველაზე მეტად მინდა მარა ჯერ არ მივდივარ არსადო და თუ წავალ იტალიაში წავალო
აი გოდინის დათრევა ზაფზულში შეილება ეხა შუა სეზონში ვინ გაუშვებს სიმეონეს გეგმები ექნება ლიგაზე

ვერაატი კაია მეც მინდა მარა ძაან ტრანვიანია
0
№12
ავტორი: mogeba
10 დეკემბერი 2016 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
godoni kaia magram asakshi axalgazda gvindaaa chemi azrit
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top