ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ჰენრიხ მხითარიანის გოლით.
დონეცკის "შახტიორის" ყოფილი ფეხბურთელი ლუგანსკის "ზარიას" მცველებს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გასცდა და თავისი სოლო რეიდი "იუნაიტედის" რიგებში გატანილი პირველი გოლით დააგვირგვინა, რასაც მოგვიანებით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეორე გოლი დაურთო და კლუბი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. "ძლიერი მენტალიტეტი გამოავლინა. მხითარიანი ძალიან მონდომებით ებრძოდა თავის რთულ ადაპტირებას.
ფიზიკურად და ტაქტიკურად ბევრს შრომობდა - როცა ვიყიდეთ, ვიცოდით, როგორი ნიჭიერიც არის. ახლა კარგად თამაშობს - პრემიერ ლიგაში, ევროპა ლიგაზე და ლიგის თასზე. ეს გოლი კი უფრო მეტად გახდის ბედნიერს, ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ", - განაცხადა მოურინიომ.