თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2657,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" შედეგი უკრაინაში
"მანჩესტერ იუნაიტედი" უკრაინაში მეოთხე მატჩს გამართავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუთშაბათს ევროპის ლიგის მატჩში ლუგანსკის "ზარიას" დაუპირისპირდება, რაც უკრაინაში "წითლების" მეოთხე მატჩი იქნება.

"იუნაიტედი" ორჯერ ეწვია კიევის "დინამოს" - რომელთაგან ერთ-ერთი ვიზიტის კადრების ხილვა ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ - ერთხელ კი დონეცკის "შახტიორს".

"დინამო კიევთან" პირველი ვიზიტი 2000 წლის 19 სექტემბერს შედგა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში "იუნაიტედს" ყველაფერი განაღდებული ჰქონდა, ამიტომ ძირითადი მეკარე ფაბიენ ბარტეზის ადგილი იმ შეხვედრაში რაიმონდ ვან დერ გოუვმა დაიკავა და მატჩის მთავარი გმირიც გახდა მის მიერ განხორციელებული შესანიშნავი სეივების გამო. დაცვის ხაზში კი, რომელსაც ჩვეულებრივ მარჯვენა ფლანგიდან გარი ნევილი ლიდერობდა, ამჯერად ინგლისელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოგვევლინა. "წითლები" მოგვიანებით მეოთხედფინალამდე გავლენ, სადაც 2001 წლის აპრილშ მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდებიან.

უკრაინაში მეორე ვიზიტი 2007 წლის 23 ოქტომბრით თარიღდება და ეს მატჩი "იუნაიტედმა" 4-2 მოიგო, რის ხილვაც ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ.



რაც შეეხება დონეცკის "შახტიორთან" მატჩს, ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 2013 წლის 2 ოქტომბერს შედგა და 1-1 დასრულდა. დევიდ მოიესის გუნდის მხრიდან თავი დენი უელბეკმა გამოიჩინა, რასაც ბრაზილიელმა ტაისონმა უპასუხა.
ვიდეოები
12 კომენტარი
№11
ავტორი: sandro222
8 დეკემბერი 2016 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
რა მნიშვნელობა აქვს დღეს თუ ხვალ მთავარია მოვიგოთ
0
№12
ავტორი: stepno
8 დეკემბერი 2016 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: stepno
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: GaMkReLa
დღეს არ უნდა წავაგოთ რაც მთავარია რა winked ერთი რუნიმ შეუგდოს გაასწორებს love

ხვალ ძმაო ხვალ. დღეს თუ გინდა წავაგოთ )))

wink რაუნდა წავაგოთ ზარიასთან? კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ :)) სავარაუდოოდ მემფისი ძირითადშ იქნება და მაგრად მაინტერესებს როგორ ითამაშებს

ანუ გუშინ არ იყო თამაში დღესაა ))) ეგ ვიგულისხმე

მივხვდი მაგას შენ კომენტარზე არ მითქვამს :)))) მთავარია არ წავაგოთო და ზარიასთანაც თუ წავაგეთ და მოკლედ რააა :DDDD
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top