თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 13
გვარდიოლა: "ჩემპიონობა არა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მისაღწევია"
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელს სურს, "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდეს.
გვარდიოლა:
პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება აღარ გამოუვა მიმდინარე სეზონში, მაგრამ ოთხეულში მოსახვედრად აუცილებლად უნდა იბრძოლონ.

"იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს, მაგრამ მეოთხე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ გუნდს უკვე ჩამორჩება 9 ქულით, ხოლო ლიდერ "ჩელსის" 13 ქულით.

გვარდიოლას მიაჩნია, რომ მოურინიოს გუნდი დომინირებად ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მეტოქეს ბოლოს ვერ უღებს - პრემიერ ლიგის არცერთ სხვა გუნდს არ უთამაშია მიმდინარე სეზონში იმდენი ფრე, რამდენიც "იუნაიტედმა".

ისტორიაში ჯერ არასდროს მომხდარა, რომ ლიდერთან 13 ქულის ჩამორჩენის შემდეგ გუნდი ჩემპიონი გამხდარიყო. მსგავსი საუკეთესო შედეგი 1996 წლის "იუნაიტედს" ეკუთვნის, რომელმაც "ნიუკასლს" 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და ჩემპიონობა მოიპოვა.

"იქიდან გამომდინარე, რა თამაშსაც ბოლო დროს აჩვენებენ, დიახ, ოთხეულში შესვლა შეუძლიათ.

"სტოკის", "ბარნლისა" და "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი მეტოქის წინააღმდეგ მატჩებს ვუყურე. გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

რა თქმა უნდა, "იუნაიტედს" ამის უნარი შესწევს, მათი ისტორიიდან, მწვრთნელიდან და ფეხბურთელებიდან გამომდინარე, უნდა გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე.

13 ქულა ძალიან ბევრია, მითუმეტეს, რომ "ჩელსი" თავის სტილში იგებს. მაგრამ ოთხეული? რა თქმა უნდა",
- განაცხადა პეპმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
7 დეკემბერი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
4 ეული ნამდვილად არ ვიცი მაგრამ აიი ძალიან დარწმუნებული ვარო რომ ევროპა ლიგის თას ვერ წაგვართმევს ვერავინ smile
0
№12
ავტორი: giorgi_mg
7 დეკემბერი 2016 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დაჟე გვარდიოლას უტყდება რა მდგომარეობაშც იუნაიტედია am
1
№13
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Naxui raa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top