თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2016, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 14
ლინგარდი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს
ჯესი ლინგარდს პირობები არ აკმაყოფილებს.
ლინგარდი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს
ჯესი ლინგარდი ჯერ კიდევ ყოყმანობს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი შეთანხმების გაფორმებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული ახალი კონტრაქტით იგი კვირაში 60 ათას ფუნტს მიიღებს.

ახალი 5-წლიანი კონტრაქტი 23 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელ 30 ათას ფუნტიან ხელფასს გააორმაგებს, მაგრამ ლინგარდი ხელის მოწერას არ ჩქარობს, თუმცა არა იმიტომ, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურს.

ვინგერი და მისი მრჩეველი კარგად აცნობიერებენ, რომ კლუბის საშუალო შემოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე შეთავაზებული თანხა. ამიტომაც ისინი იმავე თანხას უმიზნებენ, რასაც ლინგარდის თანატოლი ჰარი კეინი იღებს - 100 ათასი ფუნტი კვირაში.

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და "იუნაიტედი" მზადაა უორინგტონში დაბადებული ფეხბურთელის გარკვეული მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

ლინგარდი სკოლის ასაკიდან ირიცხება გუნდში და მან ეტაპობრივად გაიკვლია გზა პირველ გუნდამდე და ნაკრებამდე. მის ბანაკში კი სჯერათ, რომ მოედანზე ლინგარდის როლის გაზრდა ფეხბურთელს მოთხოვნილი თანხის მიღების საშუალებას მისცემს.

წყარო: dailymirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: datonuc
7 დეკემბერი 2016 10:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 88
ლინგარდიშე რჩება love
0
№12
ავტორი: SolomonKane
7 დეკემბერი 2016 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
შიგნით ხო არ აქვს , რასტრელიაწ !!!!!!!!!!!!!!!!
0
№13
ავტორი: deqstera
7 დეკემბერი 2016 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ამ დარმიანს რატო გადაეკიდეთ ვერვხვდები, შეიძლება ამ ეტაპზე ვალენსია ჯობია მოუს ფორმაციაში მაგრამ ტრავმა რომ მიიღოს ვის აყენებთ?? ართქვათ ეხლა ფოსუ მენსაო და ვიღაცეები....

როხო-იანგი და ვილსონი უეჭველი გასაშვებები არიან რადგან მათ პოზიციაზე გაცილებით ძლიერი მოთამაშეები გვყავს!
ფელაინი-შნეიდერლინის წყვილი არმომწონდეს მაგრამ შვაინა წლის ბოლოს სავარაუდოდ წავა, კერიკიც მალე დაასრულებს და მარტო პოგბა-ერერას ტოვებთ?? თუ არგაძლიერდა გუნდი საყრდენის პოზიციაზე ამ წყვილის გაშვება უარეს შედეგს მოიტანს!!
დეპაი-ფერეირა-იანუზაი სამივე განათხოვრებით და კარგი იქნება თუ სამივე ესპანეთში წავლენ, დეპაის დრო უნდა გახსნისთვის და აქ ვერმიიღებს!!

მეკ: დე ხეა, რომერო
დაც: ვალენსია, დარმიანი, ბაიი, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ
ნახ: ერერა, პოგბა, მხითარიანი, მატა
თავ: მარსიალი, რეშფორდი, რუნი, იბრა

რეალურად ეს 17 ფეხბურთელი უნდა დატოვო, პლიუს ლინგარდი რადგან კლუბის აღზრდილია! აუცილებლად უნდა მოიყვანონ მარჯვენა გარემარბი(მინიმუმ მოურას დონის) და ერთი საყრდენი მაინც!!
0
№14
ავტორი: Gamkrelidze
7 დეკემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
დიდად არც მომწონს ეს და პლიუს ფულის გამო თუა დაახვიოს. პროსტა ისააქ კაი რო სივრცე როგორც კი აქ ეგრევე გოლზე მიდის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top