თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2016, 11:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2193,
კომენტარები: 12
ჰუმელსი: "იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი"
მატს ჰუმელსი "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩენასთან ახლოს იყო.
ჰუმელსი:
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ გერმანულ გრანდში გადასვლამდე ძალიან ახლოს იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩენასთან.

ლუი ვან გაალი, ჟოზე მოურინიოს წინამორბედი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე", გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტიურად ცდილობდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბირებას, როცა ჰუმელსი ჯერ კიდევ დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა.

თუმცა, მიმდინარე წლის ზაფხულს ჰუმელსმა მასთან დაკავშირებულ ჭორებს ნათელი მოჰფინა და ბუნდესლიგის ჩემპიონთა რიგებში გადაიდა. მატსი აღიარებს, რომ პრემიერ ლიგაში მისი გადასვლის მცირე შანსი არსებობს.

"დიახ, "იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი. ძალიან ახლოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ. შემოთავაზებები მქონდა: ერთი ინგლისიდან და სამი ესპანური კლუბებიდან.

ესპანეთიდან გაუკრვეველი ინტერესი მოდიოდა. ეს არ მომწონს. ამ კლუბებიდან არცერთი არ იყო კონტრაქტთან ისე ახლოს, როგორც ინგლისელები. ვან გაალს ჩემი გადაბირება სურდა, მაგრამ არა მარტო მას.

ახლა გამიჭირდება ინგლისში თამაში. მომდევნო თვეში 28 წლის გავხდები, ჩემი კონტრაქტი კი 5 წელზეა გათვლილი",
- განაცხადა ჰუმელსმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
6 დეკემბერი 2016 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
წატი შენი
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2016 18:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარადიული დაინტერესება იყო რასაც ქვია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top