თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2016, 18:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2242,
კომენტარები: 11
მოურინიო: "სხვაობა ზედმეტად დიდია"
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დამარცხებაზე მიანიშნა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩემპიონის ტიტული მისი გუნდის მთავარი მიზანია, მაგრამ პირველ ადგილამდე სხვაობა ზედმეტად გაიზარდა.

გასულ ზაფხულს ლუი ვან გაალის ჩანაცვლების შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "იუნაიტედში" პრემიერ ლიგის თასს დააბრუნებდა, მაგრამ "იუნაიტედი" მხოლოდ მექვსე ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში და ლიდერ "ჩელსის" 14 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩი ნაკლები აქვს ჩატარებული.

ამ მდგომარეობამდე კი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობის ძიებისა და ცალკეულ შეხვედრებში ცუდი რეალიზაციის გამო მივიდა.

"როცა ჩვენი მიზნების შესახებ ვსაუბრობდი, ჩემპიონობას მოვიაზრებდი. იქნებ წელს ვერა, წელს ვერ შევძლოთ. არ ვიცი, ფეხბურთში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ, იქნებ ვერც მოვახერხოთ.

ჩვენსა და ლიდერს შორის ზედმეტად დიდი სხვაობაა, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპინობაა. არ ვიცი როდის, მომდევნო წელს, ამ წელს თუ ორ წელიწადში. იქნებ მაშინ, როცა მე აღარ ვიქნები აქ და ვინმე სხვა მოვა, მაგრამ ამ გეზს თუ შევინარჩუნებთ, ჩემპიონობამდე მივალთ, მაგრამ წელს,
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: The AnsweR
4 დეკემბერი 2016 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
7-8 მგოება და სჰემცირდება 3-4 ქულადმე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top