თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2016, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 12
მოურინიო გუნდის მდგომარეობის შესახებ
გუნდის მდგომარეობა "ევერტონთან" მატჩის წინ.
მოურინიო გუნდის მდგომარეობის შესახებ
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ლუკ შოუ "ევერტონთან" მატჩს გამოტოვებს, მაგრამ პოლ პოგბა და მარუან ფელაინი გუნდს უბრუნდებიან.

ლიგის თასის მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" 4-1 მოიგო, ლუკ შოუ შესვენებაზე დეილი ბლინდმა ჩაანაცვლა. პოგბა და ფელაინი კი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ, რისი მოხდის შემდეგაც გუნდს დაუბრუნდებიან, თუმცა "გუდისონ პარკზე" ვერ ითამაშებს "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი, რომელიც ასევე ხუთი ყვითელი ბარათის მიღების გამო იუქმებს.

"ლუკ შოუს ტრავმა სამწუხაროა. მისი განვითარების პროცესში ვიყავით - ბევრი რამ აქვს სასწავლი, ამისთვის კი დიდი პოტენციალი გააჩნია, რის გამოც 90 წუთის მიცემა გვინდოდა. არა ზედიზედ მატჩებში, მაგრამ "ფეიენოორდთან", შემდეგ ერთ კვირაში 90 წუთი "ვესტ ჰემთან", თუმცა პატარა ტრავმა მიიღო.

გუნდში ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს ტრავმების მხრივ - მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი და ლუკი. ამ რთულ სეზონში, რომელშიც ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარები, ყველა კარგად შრომობს. საბედნიეროდ, თასის ტურნირზე მომდევნო ეტაპზე გავედით და სეზონის მეორე ნაწილში უფრო მეტი სათასო მატჩი გვექნება.

რუნის არყოფნა იმავე მიზეზით არის გამოწვეული, რომელმაც იბრას "არსენალის", პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის კი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ მისცა. მაგრამ, კარგი, შეცდომას ყველა უშვებს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2016 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Siurprizebi gareshe shemafgenloba mou
0
№12
ავტორი: The AnsweR
3 დეკემბერი 2016 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ვინც ჩამოთვალა ოღონდ ეგენი არ დამანახა ძირითადში და ბედნიერი ვიქნები რომც წავაგოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top