თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2016, 23:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 12
"იუვენტუსი" და "ინტერი" დარმიანისთვის იბრძოლებენ
იტალიელზე დიდი მოთხოვნაა.
"იუნაიტედის" მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს, იტალიელმა მცველმა ამ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

იტალიური წყაროს ცნობით, "იუვენტუსი" და "ინტერი" დაინტერესებულები არიან დარმიანის შეძენით.

იტალიის მოქმედი ჩემპიონს სურს შეიძინოს მარჯვენა მცველი, რადგან დანი ალვეშმა ფეხი მოიტეხა და გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა, მედჰი ბენატია კი, იანვარში აფრიკის თასზე მიემგზავრება და გუნდს თებერვლამდე ვერ დაეხმარება, ამიტომ ტურინელები აქტიურად ცდილობენ მარჯვენა მცველის დამატებას.

"ინტერის" ინტერესი კი უკვე კარგა ხნის ცნობილი მატეოსთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტული შეთავაზება დღემდე არ გაუკეთებიათ იტალიელებს.

დარმიანი გასული წლის ზაფხულში გადავიდა "იუნაიტედში" "ტორინოდან", მაშინ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იყო და დიდ ნდობას უცხადებდა მარჯვენა მცველს, მაგრამ გუნდში მოურინიოს მოსვლის შემდეგ მატეოს როლი მკვეთრად შეირყა და ახლა სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის.

წყარო:Goal
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანვარში ვინმეს გაშვება მითუმეტეს მარჯვენა მცველის ძაან დიდი სისულელეა. აი ზაფხულში უნდა წავიდეთ ალბათ და ნორმალურ მცველი დაიმატონ
0
№12
ავტორი: ikeoni
2 დეკემბერი 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ar gayidis joze amas
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top