"საუთჰემპტონი" კვლავ დაკარგავს თავისი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს და ამჯერად ეს ცენტრალური ხაზის წყვილი იქნება, რომელთაგან ვირჯილ ვან დაიკს "ლივერპული" შეიძინეს, ხოლო ჟოზე ფოტნეს - "მანჩესტერ იუნაიტედი".
მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში სამხრეთული კლუბი ჩრდილოელების შემოთავაზებების დაძლევას ეცდება.
ევროპის ჩემპიონ ფონტეს, რომელიც 32 წლისაა, ჯერ კიდევ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი "წმინდანებთან", თუმცა მოლაპარაკებები აგვისტოდან მიმდინარეობს - მისი მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს იწურება.
ფონტეს თანამემამულე მოურინიოს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა მცველის გადაბირება და მისი გამოცდილების შემატება შემადგენლობისთვის, მაგრამ კლოდ პიუელმა, "საუთჰემპტონის" ახალმა მწვრთნელმა, მცველთან განშორება არ ისურვა.
მოურინიო კი კვლავ მიუბრუნდა ფონტეს კანდიდატურას, რადგანაც მის გუნდს ცენტრალურ ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს ტრავმიანი სმოლინგისა და ბაიის სახით.
"წითელი ეშმაკები" ფონტეს თანაგუნდელით, ვან დაიკითაც ინტერესდებოდნენ, მაგრამ მის შეძენას "ლივერპული" აპირებს და მიზანთან ახლოს არის კიდეც.
იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ 25 წლის ვან დაიკი ტიტულისთვის ბრძოლაში მის გუნდა დიდ დახმარებას გაუწევს.
წყარო:
thesun