დეპაის მსურველთა რიგს "რომაც" შეუერთდა.
იტალიურ "რომას" სურს დაიმატოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ვინგერი მემფის დეპაი, რომელიც სათამაშო დეფიციტს განიცდის ინგლისურ გრანდში. დედაქალაური გუნდი კი აპირებს არსებული სიტუაციით სარგებლობას და ეცდება 22 წლის შემტევის გადაბირებას.
"რომას" მთავარი მწვრთნელი ლუჩაინო სპალეტი, უკმაყოფილოა გუნდის შემტევი ხაზით და ამ პრობლემის აღმოსაფრხვრელათ სურუ დაიმატოს დეპაი - იუწყება The Sun-ი.
როგორც მოგეხსენაბათ, ახალგაზრდა ჰოლანდიელი არ შედის ჟოზე მოურინიოს გეგმებში და ხშირათ სათაგარიგოთა სკამზეც კი ვერ ხვდება, ამიტომ დიდი შანსია იმისა, რომ ნიჭიერმა ჰოლანდიელმა "იუნაიტედის' რიგები დატოვოს და სათამაშოთ სხვა გუნდში გადავიდეს, მთხოვნელები კი ჰოლანდიელს მრავლად ჰყავს და მათ შორისაა "რომაც".
წყაროს ცნობით, "რომა" უკვე შეთავაზებასაც ამზადებს მემფისის თაობაზე და დიდი ალბათობით იანვარშივე ეცდება მის გადაბირებას, მაგრამ რა თანხის შეთავაზებას აპირებს "რომა" ინგლისელებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის მემფისის აგენტს "რომასთან" საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან იტალიურ გუნდში მისი ორი კლიენტი, ტომაშ ვერმაელენი და დეპაის თანამემემულე კევინ სტროოტმანი ირიცხებიან, რაც უფრო ზრდის ტრანსფერის განხორციელების ალბათობას.
წყარო:
Goal