თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 11
აგენტი ლინდელეფის ტრანსფერს განიხილავს
შვედი ფეხბურთელის აგენტი "იუნაიტედში" მისი კლიენტის გადასვლის საკითხს განიხილავს.
აგენტი ლინდელეფის ტრანსფერს განიხილავს
"ბენფიკას" ცენტრალური მცველის ვიქტორ ლინდელეფის აგენტი აცხადებს, რომ მზადაა თავისი კლიენტის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის საკითხი განიხილოს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა 22 წლის შვედს ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ურჩია. ფორვარდმა პირობა დადო, რომ თანამემამულეს "იუნაიტედში" გადასვლაში დაეხმარებოდა.

ამის შემდეგ პრესასთან კონტაქტზე გავიდა ჰასან ცეტინკაია, ლინდელეფის აგენტი. მისი სიტყვებით, მცველისადმი ინტერესს მართლაც იჩენს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი და არც თავად ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში გადასვლის წინააღმდეგ.

"ჭორებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ხმები ვიქტორს სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიან, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბის ინტერესი მართლაც არსებობს.

ვიქტორს ყველაფერი მოსწონს "ბენფიკაში", მაგრამ, როგორც იტყვიან, ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობს. პორტუგალიაში ძალიან მოსწონს, მაგრამ მის მიმართ ინტერესს ევროპის ბევრი სხვა კლუბი ავლენს",
- განაცხადა ცეტინკაიამ.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
1 დეკემბერი 2016 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Araa cudii igroki
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top