თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2016, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2342,
კომენტარები: 13
პოგბა: "მალე ვიფიქრებთ, რომ დაწყევლილები ვართ"
პოლ პოგბა ფორტუნას უჩივის.
პოგბა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა მიიჩნევს, რომ მისი გუნდი დაწყევლილია, რაც "ოლდ ტრაფორდზე" ნათაშები ზედიზედ 4 ფრის მთავარი მიზეზია.

სწორედ 23 წლის პოგბამ მიაწოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანის წინ პასი, თუმცა ამის შემდეგ "წითლებმა" მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და "ვესტ ჰემთან" 1-1 ანგარიშს დასჯერდნენ.

"სტოკ სიტისთან", "ბარნლისა" და "არსენალთან" მატჩებში დაფიქსირებული ფრის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდს 13 ტურში 20 ქულა აქვს, რაც პრემიერ ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტია.

"მალე ვიფიქრებთ, რომ დაწყევლილები ვართ. სულერთია, ჩვენთან "არსენალი" ჩამოდის თუ "ვესტ ჰემი", ყველასთან ვდომინირებთ. ბედი მალე შეიცვლება და მერე ასე უნდა გავაგრძელოთ.

მჯერა, რადგან შანსებს ვქმნით. წარმატება მოვა. ჩემი გუნდის მჯერა. მხოლოდ მცირე დეტალებისთვის ყურადღების მიქცევაღა გვაკლია. დღეს სამწუხარო გოლი გავუშვით, "არსენალის" წინააღმდეგაც მცირე დეტალები იყო. ჯერ კიდევ მჯერა, რომ წარმატება მალე მოვა. სულელურ ქულებს ვკარგავთ, მაგრამ ესეც გამოსწორდება",
- განაცხადა ფრანგმა.

კვირის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა პოგბასა და იბრაჰიმოვიჩის კავშირი იყო. სწორედ მათი ურთიერთგაგების შედეგად გავიდა გოლი, რომლისთვისაც "იუნაიტედს" წუთსა და 4 წამში გაკეთებული 22 პასი დასჭირდა.

"ერთმანეთს ადვილად ვპოულობთ",
- განაცხადა პოგბამ, რომელმაც პრემიერ ლიგაში თავისი პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა. "დღესაც ჰქონდა შანსები, ჩემი ერთ-ერთი პასით გაიტანა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ გუნდისა და თავისთვის გოლების გატანა გააგრძელოს".

წყარო: espn
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
30 ნოემბერი 2016 02:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მეც მაგას ვფიქრობ ამდენი ხანია და ვინ გვწყევლის მაგის დედას შევ-ე-ცი...
0
№12
ავტორი: gaga1987
30 ნოემბერი 2016 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მართლა დაწყევლილები ვართ რამდენი მომენტი ფუჭდება და ყველა გუნდის მეკარეს ჩვენთან რატო უდგება
0
№13
ავტორი: Gigo
30 ნოემბერი 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Mjera rom yvelaferi gamoswordeba glory glory manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top