ავტორიტეტული წყარო Sunday People-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურს, იანვარში "ვესტ ჰემის" ფრანგი ლიდერი დიმიტრი პაიე შეიძინოს და მზადაა შეთავაზებითაც მიმართოს ლონდონურ მხარეს.
ჟოზე მოურინიოს აზრით "იუნაიტედს" კვლავ სჭირდება კრეატიული შემტევი ნახევარმცველი. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კი, ჟოზეს სწორედ ასეთად მიაჩნია,
თუმცა, რამდენად დათანხმდება "იუნაიტედის" შეთავაზებას "ვესტ ჰემი", უცნობია, რადგან "ჩაქუჩებს" გაუჭირდებათ პაიეს ღირსეული შემცველის პოვნა.
ამავე წაყაროზე დაყრდნობით, მოურინიომ სკაუტებს დაავალა ყურადღებით დააკვირდნენ, მადრიდის "ატლეტიკოს" ბელიგიელ შემტევს იანკ ფერეირა-კარასკოს, რადგან კარასკოს შეძენას "იუნაიტედი" ზაფხულში ეცდება.