”იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა თავი აარიდა პასუხის გაცემას რონალდოს საკითხთან დაკავშირებით.მისი თქმით საუბარი პორტუგალიელის დაბრუნების შესახებ უადგილოა.ჟურნალ-გაზეთები წერდნენ, თითქოს სერ ალექს ფერგიუსონს სურს მისი ყოფილი შეგირდის დაბრუნება და ასევე კრისტიანომ განაცხადა, რომ კონტრაქტის დასრულებამდე ”რეალში” დარჩება, ხოლო შემდეგ არაფერია გამორიცხული.მოკლედ, კრისტიანოს მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.დევიდ გილმა კი გულშემატკივრებს უთხრა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია და არ შეესაბამება სიმართლეს.
"ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ უახლოეს ორ წელიწად ნახევარი იქნება ”რეალში” რადგან კონტაქტი ჯერ არ დასრულებულა.დიახ, ჩვენ მის დაბრუნებას ”ოლდ ტრაფორდზე” ველოდებით უკვე მარტის დასაწყისში, მაგრამ ეს მოხდება ”ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალურ მატჩში, სადაც ”რეალი” ჩვენ კლუბს დაუპირისპირდება.ეს ყველაფერია, რაც შემიძლია ვთქვა.”-განუცხადა გილმა Sky Sports.