თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2478,
კომენტარები: 14
მოურინიო: "ვალენსიას "რეალში" გადაბირება ვცადე"
ჟოზე მოურინიო ანტონიო ვალენსიას გადაბირებას ესპანურ გრანდში ცდილობდა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ანტონიო ვალენსიას შეძენას მადრიდის "რეალში" მუშაობის დროს აპირებდა, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო.

ეკვადორელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებს დაცვის მარჯვენა ფლანგზე და მოურინიო აღნიშნავს, რომ ვალენსიასთვის შესაფერის პოზიციას მას ყოველთვის მარჯვენა მცველობა მიაჩნდა.

"რამდენიმე წლის წინ ვცადე ანტონიოს შეძენა, როცა მადრიდში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მარჯვენა მცველად არ თამაშობდა, ვფიქრობდი, რომ ფენომენალური იქნებოდა ამ პოზიციაზე. მაგრამ "იუნაიტედმა" მიპასუხა: "შანსი არ არის!"

მისი ფორმა არ მაკვირვებს. ტრავმებს არ იღებს, ოპერაციას, რომელიც მან ხელზე გაიკეთა, დიდხანს არ გამოუთიშია ფეხბურთიდან.

ვფიქრობ, როგორც მარჯვენა მცველი, მაქსიმუმს გვაძლევს შეტევაში",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
26 ნოემბერი 2016 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვის გახსოვთ როდესაც ვალენსია ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად დაასახელეს!!!
კარგით რაა როგორ შეიძლება ასეთი თავდადებული და კლუბზე შეყვარებული ფეხბურთელის აუგათ მოხსენიება....
რ ა ტ ო ო ო ო ო ო მ ??? იმიტო რო ვიღაც ვიღაცეებივით არ დადის აქეთ იქით და არ პოზიორობს არ მარიაჟობს რეკლამებს არუკეთებს თავის თავს დ.ა.შ ??
ადამიანს ეტყობა ვის როგორ უყვარს თავისი კლუბი და მხოლოდ ავანსებზე არაა დაყრდნობილი....
ტიპი ლაზარეთიდან გამოიქცა სახლშიც არმისულა ალბათ wink და ვარჯიშობს ფორმაშია....მხოლოდ ამის გამო უნდა ვიამაყოთ ამით და არა მათით ზოგიერთი პიჟონი რომ გვყავს გუნდში! ვის რაუნდა რას ითხოვს კონკრეტულად ანტონიოსგან? ან აქ საერთოდ გესმით ფეხბურთი რა არის ზოგიერთს??
მე, პირველ რიგში რუნის, კერიკს და ვალენსიას ვცემ აქ უდიდეს პატივს....რომლებმაც უდიდესი სიყვარული აჩვენეს იუნაიტედისადმი.. როდესაც ქონდაც წასვლის შანსი და თან საკმაოდ სარფიანი გარიგებით.... ალბათ გემახსოვრებათ ყველას.... როდესაც რუნიზე დასმულ კითხვას თავად მოურინიოც გამოეხმაურა რო ყველას უნდოდა მის კლუბში და ჩელსი, არსენალი, ბაიერნი, რეალი, ბარსა რამხელა თანხებს იხდიდნენ ამაში და რა ზღაპრულ ხელფასს სთავაზობდნენ....
რუნი კი მოტრიალდა და ყველას უთხრა თქვენი დედაც wink მანჩესტერი ჩემი ოჯახია და ხელი მოაწერა 5 წლიანს!!!
და ამ კლუბში ბევრი ასეთი გვყავდა ხათრით, სიყვარულით და პატივისცემით ფერგიუსონის და იუნაიტედისადმი აქ დაამთავრეს და დაამთავრებენ კარიერას!!!
0
№12
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2016 13:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: JuanMata
ციტატა: გიორგი
კარგით რა derpwhy

მსგავსი ცენზურაობა დარწმუნებული ვარ რომ არ უთქვამს. შეიძლება ძაან მოსწონს ის ეს მარა რა ვალენსია რეალში


რატომ, კარვახალზე ცუდი რითია, მე თუ მკითხავ მშვენივრად ართმევს თავის მოვალეობას თავს, პლიუს შეტევებშიც მაგრად ერთვება და სისწრაფე აქვს საოცარი. თან 31 წლისაა.

დარატომ ფიქრობ რომ მაშინდელი ვალენსია კარვახალის შემცვლელად მიყავდა? ვინგერი იყო და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რეალისნაირ გუნდს ვალენსიასნაირი ვინგერი რაში უნდა სჭირდებოდეს, სულ ესაა

აქ ჩემი ვალენსიასადმი დამოკიდებულება არაფერ შუაშია
0
№13
ავტორი: chudikone
26 ნოემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
derpwhy derpwhy derpwhy derpwhy derpwhy derpwhy derpwhy derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№14
ავტორი: stepno
26 ნოემბერი 2016 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვალენსიაააა უძლიერესიაააააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top