"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდერსონმა, "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს, სტივენ ჯერარდს კარიერის დასრულებამდე ერთი დღით ადრე თავისი მიღწევა შეახსენა.
36 წლის ინგლისელი ნამდვილად არის "ლივერპულის" უდიდესი ფეხბურთელი, რომელსაც ამ კლუბის რიგებში უთამაშია. ჯერარდი ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის თასის გამარჯვებული გახდა მერსეისაიდელებთან ერთად.
თუმცა, მის ტიტულების თაროზე არ მოხვდა პრემიერ ლიგის თასი, რასაც "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი იხსენებს. "იუნაიტედში" ყველაფერი მოვიგე. პრემიერ ლიგის ჩემპიონი ოთხჯერ გავხდი. ჯერარდის მსგავსმა ფეხბურთელმა კი, რომელიც "ლივერპულში" თამაშობდა და მსოფლიო ფეხბურთში ისტორია დაწერა, ვერცერთი ვერ მოიგო. მე კი ამას ოთხჯერ მივაღწიე.
მსოფლიო ჩემპიონიც ვიყავი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. სამჯერ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
კლუბში რომ მივედი, ყველა მეხუმრებოდა. ისინი ყველას ეხუმრებოდნენ. ძალიან კარგი ბიჭები არიან. ამ კლუბისადმი დღემდე რაღაც განსაკუთრებულს ვრძნობ. ჩემთვის მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდია", - განაცხადა ბრაზილიელმა.
"ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრებაში წარუმატებლობის შემდეგ "იუნაიტედმა" ანდერსონი "ინტერნასიონალში" გაყიდა, მაგრამ ბრაზილიელი ამბობს, რომ თავისი მიღწევით ამაყობს.
"მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის და ძალიან ახალგაზრდა ვარ, ჩემი თავით ვამაყობ. ვამაყობ ხალხით, რომელიც ამ ოცნების მიღწევაში დამეხმარა. კლუბს კი მხოლოდ მადლობას გადავუხდი.
ჩემი გადასვლა მანჩესტერში რუბენ რიბერტაში გაზრდილი ბიჭის ოცნება იყო. ღარიბი ბიჭის, იმ ბრაზილიელთა უმრავლესობის მსგავსად, რომლებიც აქით მოიწევენ. არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის ოცნებაც ახდა.
მაშინ ჩვენს გუნდში კრიშტიანუ რონალდუ, ტევესი, რუნი, ნანი, გიგზი, ჯი-სუნ პარკი, სქოულზი, კერიკი, ფერდინანდი, ევრა ირიცხებოდნენ... ამ ფეხბურთელებს უკვე ჰქონდა სახელი განთქმული.
ამიტომაც, როცა ფერგიუსონმა ამიყვანა, მითხრა, რომ მოთმინება უნდა გამომეჩინა, რადგანაც პირველ სეზონში ვერ ვითამაშებდი, ინგლისურ ფეხბურთს უნდა შევგუებოდი, რადგან აქ გაცილებით რთულ ფეხბურთელს თამაშობენ".