25-11-2016, 13:00
ნანახია: 2321,
კომენტარები: 11
სქოულზი "იუნაიტედს" გრიზმანის შეძენას ურჩევს
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად სქოულზს გრიზმანი მიაჩნია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სქოულზი ფიქრობს, რომ კლუბმა ანტუან გრიზმანი მთავარ სატრანსფერო სამიზნედ უნდა დაისახოს.
გრიზმანს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გატანილი 6 გოლით ოქროს ბუცი მოიგო, ხშირად უწინასწარმეტყველებენ მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვებას.
"იუნაიტედისა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩის წინ კი სქოულზმა თავის ყოფილ კლუბს ფრანგის შეძენისკენ მოუწოდა.
"ვფიქრობ, გრიზმანი კარგი იქნებოდა", - უპასუხა პოლმა, როცა ჰკითხეს, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
"ატლეტიკოში" ტოპ ფორვარდად იქცა. სატრანსფერო ბაზარზე ვინმე ასეთი უნდა შევიძინოთ".წყარო:
goal.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.