ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ 19 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი, გილიერმო არანი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიხილოთ, რის საფუძველსაც ფეხბურთელის აგენტის მიერ კლუბის ოფისში გადაღებული ფოტო იძლევა.
როგორც გამოცემები იტყობინებიან, "კორინთიანსის" ფეხბურთელის აგენტი ლეო კარნაჩინი მანჩესტერში სამშაბათს ჩაფრინდა, რათა თავისი კლიენტის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერის საკითხები განეხილა.
კარნაჩინიმ თავისი ფოტო "მანჩესტერ იუნაიტედის" სიმბოლოთი და წარწერით აღნიშნა: "ძალიან კარგია სასიამოვნო ადამიანებთან კიდევ ერთხელ შეხვედრა".
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ლუკ შოუს არანის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემთხვევაში.