თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2016, 18:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2693,
კომენტარები: 13
დაიერი: "ერერასგან ბოდიშის მოხდა არ მჭირდება"
ერიკ დაიერი ბასკისადმი წყენას არ მალავს.
დაიერი:
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა აღიარა, რომ ანდერ ერერასადმი სიბრაზეს არ მალავს.

"უემბლიზე" ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ერერამ დაიერს იდაყვი ჩაარტყა სახეში. ეპიზოდი მსაჯს ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ მატჩის შემდეგ ერიკი ძლიერ გაბრაზდა.

დაიერის თქმით, ესპანელისგან ბოდიშის მიღების სურვილი არ აქვს და მასთან შეხვედრას პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში დაელოდება.

"ყველან დაინახა, რაც გააკეთა, მის საქციელს ახლაც ვგრძნობ სახეზე. გადაცემა გავაკეთე, მცირე ხანი გავიდა, ის კი სახეში იდაყვს მარტყამს. არ მესმის, ასე რატომ მოიქცა.

არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა მის ამ საქციელს, ასეთი რამეები საერთოდ არ მომწონს. ორთაბრძოლაში აგრესიულად შესვლის წინააღმდეგ არ ვარ, მაგრამ ეს მეტისმეტად ბინძური და სრულიად უადგილო ქმედება იყო.

მისი ბოდიში არ მჭირდება, მითუმეტეს, რომ მალე შევხვდებით. არ ვიცი, რატომ ჩაიდინა ასეთი რამ და ამიტომაც ვარ ასეთი გაცოფებული",
- განაცხადა "სამ ლომთა" ნახევარმცველმა.

წყარო: independent
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
16 ნოემბერი 2016 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერერასგან ეგეთი საქციელი ნაკლებად მოსალოდნელია.
0
№12
ავტორი: dybbuk
17 ნოემბერი 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ერერას კლასის პრობლემა იმაშია რო არააქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უკვე მესამე წელია და რთულია ეგეთ პირობებში განვითარდე და პახოდუ როცა მანჩსტერში ირიცხები მოლოდინი ყოველ ახალ თამაშზე მეტია ნებისმიერი ფეხბურთელის მიმართ, თან ბავშვიც ხო არაა მაგ ასაკში სასტავი ვარსკვლავებს წყვეტს, არ მინახია რა გააკეთა და მაგაზე არც მაქვს ზოგადად აქცენტი, უბრალოდ როხო, ჯონსი, შნაიდერლინი, ფელაინი, დარმიანი და შვაინა თუ უნდა წავიდნენ მაგ ლოგიკით არც ერერაა გასაჩერებელი, იმიტო რო ბევრით არ ჯობია მაღლა ჩამოთვლილებს, იტოგში მერამდენედ ვამბობ მაგრამ რეალობა ჩემი გადმოსახედიდან ეგეთია რო ნახევარდაცვა ფაქტიურად მთლიანად გამოსაცვლელია და სადაც ამდენი ფული დაიხარჯა იქ ბოლომდე დაიხარჯონ და იყიდონ კროოსის, ვერატის, მოდრიჩის დონის ცენტრი, თან გაყიდვებიდანაც შემოუვათ ფული, მოკლედ წინ კიდე დიდი სამუშაოა
0
№13
ავტორი: - MEMPHIS -
17 ნოემბერი 2016 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
სამწუხაროდ მატჩს ვერ ვუყურე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top