თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2258,
კომენტარები: 12
კერიკი: "არ გამოვრიცხავ, ბოლო სეზონს ვატარებდე"
მაიკლ კერიკმა კარიერის წელს დასრულება არ გამორიცხა.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა აღიარა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის უკანასკნელი შეიძლება გამოდგეს ფეხბურთელის რანგში.

ინგლისელი "წითელი ეშმაკების" რიგებში მე-11 სეზონს ატარებს. ამ ხნის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში დაახლოებით 300 მატჩი ჩაატარა, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რაც ჟოზე მოურინიომ გააკეთა, კერიკთან კონტრაქტის გახანგრძლივე იყო, თუმცა მაიკლს ესმის, რომ კიდევ 12-თვიანი კონტრაქტის მიღება მას გაუჭირდება.

"დიახ, ამ სეზონის შემდეგაც მინდა თამაში, მაგრამ უკვე 35 წლის ვარ და რეალობას უნდა შევეგუო. არავითარი პროგნოზის გაკეთებას არ ვაპირებ მომდევნო სეზონში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

ჯერ შობაც კი არ მოსულა, მე კი რაც შეიძლება მეტი მატჩის ჩატარება მინდა. ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს, როგორ იგრძნობს თავს ჩემი ორგანიზმი. ეს საუკეთესო გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმისა, შევძლებ თუ არა გაგრძელებას. ვნახოთ, რას ვიგრძნობ, რას იგრძნობს მწვრთნელი.

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ",
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
16 ნოემბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Dzaaalian magati pexburteli.rac xavis aq gaketebuli barsastvis arafrit naklebi ar gauketebia chventvis.cudia ro eset pexburtelebs naklebad apaseben.maincadamainc 50 goli unda sheagdo..dzaan magaria da ro atamashos dgesac gamogvadgeba..saswauli statistika aq gunds amastan ertad da piriqit amis gareshe..
0
№12
ავტორი: JuanMata
17 ნოემბერი 2016 15:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვაფშე კერიკისგან კარგი მწვრთნელი დადგება.
ეგეთი სტილის ფეხბურთელები კარგი ტაქტიკოსები გამოდიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top