თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3072,
კომენტარები: 11
პოგბას აღნიშვნა მათემატიკურ ამოცანად იქცა
პოლ პოგბამ თავისი აღნიშვნა მათემატიკურ ამოცანად აქცია.
პოგბას აღნიშვნა მათემატიკურ ამოცანად იქცა
ფეხბურთში თავისთავად მოიკიდა ფეხი გოლის აღნიშვნის ხელოვნებამ, რამეთუ ხელის ჩამორთმევები და ზურგზე სრიალი წარსულს ჩაბარდა.

ქორეოგრაფიული დადგმები ახლა სრულიად ნორმალური მოვლენაა და ხანდახან ის ისეთი რთულიც კია, რომ გოლის გატანა უფრო ადვილ საქმედ მოგეჩვენებათ.

საცეკვაო მოძრაობები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე სპორტსმენებში. მაგალითად, "დაბი" ძალიან ხშირად სრულდება პრემიერ ლიგის ბევრი ვარსკვლავის მიერ, რომელთა შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბაც ირიცხება.

პოლმა ასეთ აღნიშვნას ჯერ კიდევ "იუვენტუსში" ყოფნის პერიოდში მიჰყო ხელი და ახლა ამას "იუნაიტედშიც" აკეთებს, თუმცა ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი მოძრაობები მათემატიკურ ამოცანად იქნებოდა გამოყენებული მისსავე სამშობლოში.

პოგბას აღნიშვნა მათემატიკურ ამოცანად იქცა


მოსწავლეებს პოგბას ხელების მოძრაობით ორ მართკუთხა სამკუთხედს უხაზავენ, რომელიც პითაგორას თეორემის დემონსტირების კარგი მაგალითია.

საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს და გასაკვირი არც იქნება, რომ სხვა აღნიშვნებმაც მიიღოს რაღაც სახე.

პოგბას აღნიშვნა მათემატიკურ ამოცანად იქცა


თავად პოგბა ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა: "დაბი სასარგებლოა, არ დავამტკიცე?"
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
17 ნოემბერი 2016 15:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: gache1991
Aman goli gaitanos da asemcuqnia islandiuri klubi roa yovel golze shous ro dgaven ise aketos :))


აუ ეგ ტიპები ძაან მაგრები არიან wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top