თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2016, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2071,
კომენტარები: 12
კუმანმა დეპაისადმი ინტერესი დაადასტურა
რონალდ კუმანი ღიად აცხადებს, რომ დეპაის შეძენის სურვილი აქვს.
კუმანმა დეპაისადმი ინტერესი დაადასტურა
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ღიად აცხადებს, რომ მოხარული იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერის, მემფის დეპაის გადაბირებით.

22 წლის დეპაიმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მატჩებში მხოლოდ 20 წუთი გაატარა მოედანზე, თუმცა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ირწმუნებოდა, რომ პუბლიკას დაუბრუნებს ფეხბურთელს, რომელშიც კლუბმა 25 მლნ. ფუნტი გადაიხადა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელის იჯარის წესით გადაბირება "ევერტონს" სურს და ამას სეზონის მეორე ნახევარში გააკეთებს. გუშინ კი, "კანფეტების" მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ამის სურვილი მას მართლაც აქვს.

"ჩემს განკაგულებაში მის ყოფნას ვისურვებდი. მემფისი - ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რომელსაც კარგი ინდივიდუალური უნარები აქვს. უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება", - განაცხადა რონალდმა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
14 ნოემბერი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
თუ ასე უპირებს მოუ ჟობია იჯარით გაუშვას ევერტონში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: shotkin
14 ნოემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ჩემი აზრით ამ ბიჭს გლამურული ცხოვრება და სიამაყე ღუპავს ძალიან ქედმაღალია ამაში დარწმუნებული ვარ და რატო/ ტიპი სულ პოზიორობს იმენა მსახიობები არ მიმართავენ იმდენ მიმიკას რასაც ეს აკეთებს იმენა ყველაფერზე ჯაან იპრანჭება და აქედან არის გამოწვეული ის რომ დაკარგულ ბურთებს უკან არმოსდევს ასევე მოედანზე ჭიდაობს , გასაგებია რო ეპლში ძალისმიერი თამაშია და პოზიციური ბრძოლა უფრო განსხვავებულია და კონტაქტი უფრო აგრესიულია ამ ლიგაში მარა ესეც არშეიძლება. სანამ ცუდ თვისებებს არმოიშორებს იქამდე ისეთი მაღალი დონის გუნდში და მაღალი სტანდარტების დონის გუნდში როგორიც მანჩესტერია ვერ მოიკიდებს ფეხს, ფაქტი სახეზეა სუსტ გუნდებთან ა
ჩვენებს თავის დონეს და კლასს მარა ლიგაში სადაც უფრო მაღალი დონეა იქ იკარგება და ვერავინ დაელოდება ამას მითუმეტეს ესეთ მანჩესტერში ვერავინ დააყენებს სასტარტოში და დაუთმობს სეზონში 30 -25 მატჩს რო გაიხსნას იმიტორო უკვე აცადეს ამდენი და ვერაფერი ქნა და გუნდიც არაა სახარბიელო მდგომარეობაში რო ასე გარისკოს , ჯობია იჯარა გააკეთონ და იგივე პრემიერ ლიგაში გაუშვან თუნდაც ევერტონში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top