თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2437,
კომენტარები: 11
ანხელ გომესის მამა შვილისადმი ინტერესს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირებით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.
ანხელ გომესის მამა შვილისადმი ინტერესს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ანხელ გომესის მამა აღნიშნავს, რომ მისი შვილის ოცნება "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში თამაშია.

16 წლის ფეხბურთელისადმი დიდი ინტერესი გამოჩნდა სხვადასხვა კლუბების მხრიდან, როცა 15 წლის ასაკში იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის აკადემიაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

როგორც ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, გომესი "ახალგაზრდა ლომების" რიგებშიც ირიცხებოდა, როცა მათ თანატოლ გერმანელებს გასულ თვეში 8-1 მოუგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წარმატების შემდეგ გომესით "ბარსელონა" დაინტერესდა, მამამისის, ჟილ გომესი აღნიშნავს, რომ მისი შვილი მხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრაზე ფიქრობს.

"მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანხელი ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას აგრძელებს.

არ უარვყოფ, რომ ბევრი კლუბი მეკითხება მის შესახებ, მაგრამ ის ყოველთვის ამბობს, რომ მისი ოცნება "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშია, კლუბში, სადაც აღიზარდა",
- აცხადებს ჟილ გომესი.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SirAlexFerg
11 ნოემბერი 2016 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
es chongi da bufonge arian dzaan magrebi sami win tamashobs tan
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top