თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2016, 15:08
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2445,
კომენტარები: 12
ანდრე სილვა პრემიერ ლიგაში?
ინგლისური გრანდები პორტუგალიელით ინტერესდებიან.
ანდრე სილვა პრემიერ ლიგაში?
პრემიერ ლიგის სკაუტები "პორტუს" ვარსკვლავის გამო "ბენფიკასთან" გამართულ მატჩს დაესწრნენ, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

"მანჩესტერ სიტის", "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნატიედის", "არსენალისა" და "ჩელსის" ხელმძღვანელები "დრაგაოზე" სპეციალურად ანდრე სილვას გამო ჩავიდნენ. პრესას თუ დავუჯერებთ, ის მომავალ წელს ინგლისში იასპარეზებს.

პორტუგალიელზე აქცენტი არამარტო ინგლისურმა კლუბებმა, არამედ იტალიურმა გრანდმა "იუვენტუსმაც" გააკეთა. სილვამ სეზონის სტარტი დიდებულად აიღო. პორტუგალიურ პრემიერ ლიგაში მან 7 გოლი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 ბურთი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ძირითადში ვერ ხვდებოდა, მისი დებიუტი სექტემბერში შედგა და ერთი თვის შემდეგ ანდორას გოლი გაუტანა, ფარერის კუნძულები კი 3-ჯერ დაამწუხრა ერთ მატჩში.

სილვა გახდა 88 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პორტუგალიის მაისურით ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც ვერც კრიშტიანუმ და ვერც ეუსებიომ მოახერხეს.

"პორტუმ" ანდრე სილვა ზაფხულში £22 მილიონად იყი და 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მაგრამ ამჟამად ვითარება შეიცვალა, მის სანაცვლოდ მსურველმა კლუბმა £53 მილიონი უნდა გაიღოს, ეს არის კონტრაქტში მოცემული პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პირობას: თუკი ანდრე სილვა კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს გუნდს, მასში ნებისმიერი გუნდი £53 მილიონს გადაიხდის.

წყარო: The Sun
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
7 ნოემბერი 2016 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
Araaa cudii igrokii
0
№12
ავტორი: Iunaitedi
9 ნოემბერი 2016 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რატო გვეუბნებიან ჩვენ სუ დიდ თანხებს.?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top