თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2016, 09:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 16
ჟოზე თავის შეშფოთებას გამოხატავს
მოურინიო პრობლემატურ საკითხებს შეეხო.
ჟოზე თავის შეშფოთებას გამოხატავს
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" არასტაბილურობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს დაცვის ხაზში სამი მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელის ყოლა.

მიუხედავად იმისა, რომ დეილი ბლინდი და მარკოს როხო თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ და მათი დამსახურებაცაა "მანჩესტერ სიტისთან" ლიგის თასზე და "ბარნლისთან" პრემიერ ლიგაში კარის "მშრალად" შენახვა, ერიკ ბაიის, ანტონიო ვალენსიასა და კრის სმოლინგის ტრავმები გუნდისთვის დიდი დარტყმაა.

ევროპის ლიგის მატჩში "ფენერბაჰჩესთან" 2-1 დამარცხების შემდეგ მოურინიოს ჰკითხეს, თუ რატომ იყო გუნდი უჩვეულოდ სუსტი "ჩელსისთან" და სტამბულში გაშვებული ნაადრევი გოლების შემდეგ.

"კარგი, ოდესმე გინახავთ ჟოზე მოურინიოს გუნდს ორი ცაცია ცენტრალური მცველით ეთამაშოს? ბიჭებს ვერ გავაკრიტიკებ, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ.

ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, დეილი ბლინდისთვის უფრო რთული იყო, რადგან ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა და მარჯვენა მცველად იწევდა. სრულიად არაკომფორტულია; თამაშის აწყობასაც ვერ ახერხებდა, რაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო უნარია. მარკოსი ბევრს ცდილობს და კარგია, მაგრამ გუნდის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასაწყისი.

იმ მატჩებშიც კი, რომლებშიც გოლი არ გაგვიშვია, "მანჩესტერ სიტისა" და "ბარნლის" წინააღმდეგ, ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, ჩვენი დაცვის ხაზი კი თითქმის მოედნის ცენტრალურ ხაზთან იდგა. მაგრამ ძლიერი გუნდის ყოლა რთულია",
- განაცხადა მოურინიომ.

მწვრთნელი ასევე ფიქრობს, რომ თავდასხმის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ, თუმცა იმედი აქვს, რომ უეინ რუნი თურქეთში გატანილი გოლის შემდეგ ამ უნარს დაიბრუნებს.

"ასევე შეიძლება ვილაპარაკოთ გოლებზე, რომლებიც ვერ გავიტანეთ. არა იმაზე, რომლებიც გავიტანეთ, არამედ გაუტანელ გოლებზე. ზოგჯერ გუნდი გოლს თავისი ფოლოსოფიის გამო ვერ იტანს, რადგან საკმარისად აგრესიული არ არის და რისკს არ სწევს.

ჩვენს შემთხვევაში ასე არ იყო, საერთოდ არ იყო. ადვილად ჩანს, რომ ჩვენს შემტევ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ; მწვავე არ არიან და ვერ იყენებენ მომენტებს, რომლების გამოყენებაც შეუძლიათ. დღევანდელი მატჩის ერთადერთი დადებითი ფაქტი ის არის, რომ უეინ რუნიმ როგორც იქნა გაიტანა. მის თავდაჯერებულობაში ამან წამყვანი როლი შეიძლება ითამაშოს",
- დაასრულა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Sh-rati
5 ნოემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
იბრა ბომბარდირი იქნება 15 თამაში ითამაშა და სხვებმა 6 ჰა მაქსიმუმ ცენტრ ფორვარდია თან და როხო ხოარ იქნება მეგოლე.მარა მაგარი სლეეეეა არასწორი კაცია იბრა.ვეგარც გააქვს რუნის ბუცი მირჩევნია მაგას
0
№12
ავტორი: gela-manutd
5 ნოემბერი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მერე იანვარში იყიდე წესიერი სასტავი
0
№13
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2016 15:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს იმედია ლიგაზე როგორე მოვახერხებტ გასვლას და მანამდე გუნდს დაალაგებს ისე როგორც საჭიროა.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2016 15:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რთულია, რა თქმა უნდა, როცა სამი ძირითადის მცველი გყავს ტრამვირებული, მაგრამ ეს ვერ ამართლებს გუნდის თამაშს
0
№15
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2016 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რუნის კიდე ბევრი რამ შეუძლია და როგორ ვერ იყენებს იმ სასწაულ თვისებებს რომელიც ააქვს თუნდაც უზუზსტესი დარტყმა :)))) რავიცი თამაშის დროს ხანდახან ერთხელ არ ურტყავს და რა ჯანდაბა დაემეართა ვერ გავიგე ტიპმა დაარტყა და მეკარე გაოგნებული დატოვა და ხო შეიძლება რო დაარტყას ხოლმე ხანდახან ვერ გავიგე რაა
0
№16
ავტორი: shotkin
5 ნოემბერი 2016 19:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: NINI_ivanishvili
ციტატა: RojoDiablo
თავდაჯერებულობა თუ ვინმეს აკლია, პირველ რიგში იბრაჰიმოვიჩია. ეს ფორვარდი ყოველთვის კლდესავით ძლიერი მეგონა და ვფიქრობდი, რომ შემთხვევები მის გატეხვას ვერ შეძლებდა, მაგრამ "ბარნლისთან" ერთი-ერთზე გასულმა აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ორი სხვადასხვა გადაწყვეტილებისთვის დროც ჰქონდა და სივრცეც, მან კი ყველაზე ბანალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველაზე ცუდად შეასრულა თანაც. იგივე შეიძლება ითქვას "ლივერპულთან" პოგბას ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთის კარში გადაგზავნის ნაცვლად კარის გასწვრივ ჩაწოდების შესახებ. "ბარნლისთან" ბოლო წუთებზე ბურთისთვის ფეხის აცილების შესახებ, "სტოკთან" მეკარის პირისპირ გასვლისას ახლო კუთხეში დარტყმის შესახებ (თუმცა ეს უფრო ცრუ მოძრაობის ტოლფასი იყო).

საფრანგეთიდან მოდიხარ ახალ ჩემპიონატში და ხედავ, რომ აქ მეკარეები რაღაც საოცრებებს ჩადიან, ფეხბურთელებს თამაშში თავისუფლებას არ გაძლევენ, ისე ადვილად ვეღარ იტან გოლებს, როგორც გაგქონდა და ამასთან ასაკშიც ხარ. შეუძლებელია არ იფიქრო, ნუთუ მე ამ დონეს არ შევესაბამებიო.

სიტისაც დავამატებდი, იქ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ბურთი მეკარეს მიუგორა. ძალიან ბევრი მომენტი გააფუჭა, რომელსაც მატჩის მედის გადაწყვეტა შეეძლო და მგონია, რომ ეს გასათვალისწინებელი აქვს ჟოზეს.

ხო სიტისთან ცარიელ კარსი ბურთი მიაგორა და სტოუნსმა გამოიტანა არადა ელემენტარულად წამოთ როგაეხედა დაინახავდა რო მცველიც იქიყო და დაარყავდა ისე რო ვერავინ აიღებდა მარა იბრა ხო თეს ლია და ესე ჯერსკად უნდა შეეგორებინა, ეს გვღუპავს მეტი არაფერი სიამაყე და ზედმეტი ამპარტავნობა დეპაიც ამან დაღუპა იბრასაც ეგჭირს და პოგბაზე არმინდა ეგრე ვიფიქრო, ამაზე უდიადესი ფეხბურთელები თამაშობდნენ მანჩესტერში და იმათ ქონდათ საამაყო თუ ქონდათ მარა იცოდნენ რო მოედანზე ეს თვისება ხელს გიშლის მოედანზე ყველა თანასწორია და შესაბამისად სულ ტონუსშიც იყვნენ და ყურადღებით თამაშობნენ და ეს სიამაყით აღსავსე იბრას სახის და დეპოაის სახის ყურება ნერვებს მიშლის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top