თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2016, 00:44
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2959,
კომენტარები: 14
რუნი ნისტელროის გაუთანაბრდა
დღევანდელი გოლით კაპიტანი რუდ ვან ნისტელოროის გაუთანაბრდა.
რუნი ნისტელროის გაუთანაბრდა
"ფენერბაჰჩეს" კარში გატანილი დღევანდელი გოლი უენ რუნისთვის 38-ე გამოდგა უეფას ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში. ამ მაჩვენებლით მანჩესტერელთა კაპიტანი ლეგენდარულ რუდ ვან ნისტელოროის გაუთანაბრდა, რომელიც აქამდე პირველ ადგილს იკავებდა.

ევროსარბიელზე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის დებიუტი 2004 წელს, სწორედ "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრაში შედგა, სადაც მან ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლით რუნი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ინგლისელს "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვის მხოლოდ 3 გოლი სჭირდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეები ევროპაში

უეინ რუნი - 38 გოლი
რუდ ვან ნისტელროი - 38 გოლი
რაიან გიგზი - 29 გოლი
დენის ლოუ - 28 გოლი
პოლ სქოულზი - 26 გოლი
სერ ბობი ჩარლტონი - 22 გოლი
ოლე გუნარ სოლსკიაერი - 20 გოლი
ენდი კოული - 19 გოლი
კრიშტიანუ რონალდუ - 16 გოლი
დევიდ ბექჰემი - 15 გოლი
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
4 ნოემბერი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
დე ხეა უკვე ატრაკებს მაგრად belay არცერთი გოლი არუნდა გაეშვა
0
№12
ავტორი: stepno
4 ნოემბერი 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: giorgiginturi
დე ხეა უკვე ატრაკებს მაგრად belay არცერთი გოლი არუნდა გაეშვა

კიი ასკარად გეთანხმებიი ნუ ძალიან მაგა4რიაა მაგრამ ხანახან ჩავარდნებიაქ მაგალითად ეხლა 2 გოლი მაგის ბრალი იყო :))
0
№13
ავტორი: REDmonday
4 ნოემბერი 2016 12:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
მოიცათ მოიცათ, რუნის კარგი გასროლა ქონდა გუშინ, ფაქტია. მაგრამ როცა თამაშში გარდატეხის შეტანა შეეძლო მარსიალის პასით მაშინ რა გააკეთა. კარგით რა არ არ რუნი უკვე იმ სიმაგლეზე რომ ძირითადში დაიწყოს. დეპაი უკეთესად დაამუშავებდა იმ პასს და შეასრულებდა ბოლო ბოლო. როცა საჭიროა მაშინ უნდა გააკეთო სწორდ იმ გოლის მერე სხვა თამაში წავიდოდა და, 89 წუტზე გატანილი გოლის დედაც მოვ*** თუ ქამბექს არ დებ ან მინიმუმ ათანაბრებ მაინც ანგარიშს. გაუვარდა და ვსო, როგორც სოუს გაუვარდა ისე გაუვარდა მაგასაც.

მხითარიანის ათამაშება ძალიან გვჭირდება, მისი კრეატივი და გამწვავება მარჯვენა კრაიდან. ჩემი აზრით დიდი პრობლემაა გუნდში იმიტომ რომ ერთი სიტლის ბევრი მოთამაშეა ბაზარი არააა რეშფორდი იბრას ადგილას გაასწორებს მაგრამ, ტიპს კარგი დრიბლინგი აქვს ისევე როგორც მარსიალს და ფლანგებზე უკეთესად ითამაშებენ მასე მგონია.
0
№14
ავტორი: gache1991
4 ნოემბერი 2016 14:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან კაი რო გაიტანა..ვერ გააჩერა იქ და გაილანძღა,ეს აღარ არი თავმდამსხმელი,ასაკი,წონა,ბოლო რამდენი წელია ფორვადი აღარ ყოფილა,ამიტო ამის გამოყენება ნახარმველად შეილება..გრძელ პასებზე ამბობდა ვიღაც,დააკვირდით რამდენჯერ და რა ზუსტად გადააქ ამას ფლანგზე გრძელი პასი..ცოტა მეტი უნდა აიღოს თავის თავზე,არაფრით მეტს არ აკეთებს იბრა ამაზე!!არც პენალი უნდა დაარტყას ამის მაგირად და არც ჯარიმა კიდე(უფანტაზიო ხიხსავით რამის ნასოკით რო ურტყავს)ეს არი გუნდის კაპიტანი ტიპი რომელიც კინივით ჟილკიანათ იყოს მოენზეა არა ისე ეხლა რო ყველამ ყველაფერში ,,ჩააჩოჩა,,..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top