თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2013, 11:47
ავტორი: love united,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 11
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
სერ ალექსმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი აზრები ”ვესტ ჰემთან” მატჩის შემდეგ...
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი


სერ ალექსმა შეაქო ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი დაცვაში კარგი თამაშისთივს.მათ გასაქანი არ მისცეს ”ვესტ ჰემის” თავდასხმელებს.”ჯონსმა და სმოლინგმა ჩაატარეს შესანიშნავი მატჩი.დღეს ისინი საუკეთესონი იყვნენ.მათ აჩვენეს კარგი თამაში და მე კმაყოფილი ვარ.კრისს და ფილს არ აქვთ დიდი სათამაშო დრო, დღეს მათ მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება და ეს კარგად გამოუვიდათ.”-ციტირებს სერ ალექსის სიტყვებს manutd.com.

სათამაშო პრაქტიკა


”ჩვენ შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ- ესენია უეინ რუნი, ანდერსონი, ნანი და ალექს ბიუტნერი.ისინი ჯერ არ არიან საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მოასწრებენ კარგად ათამაშებას ”ტოტენჰემთან” მატჩამდე.იმედი მაქვს, ისინი მზადყოფნაში იქნებიან ”რეალთან” მატჩისთვისაც.”

თამაში


”ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ბევრი საგოლე მომენტი.ამის მიუხედავად, ჩვენ ვაჩვენეთ კარგი თამაში.პირველი 15 წუთი შესვენების შემდეგ, იყო ყველაზე რთული.ბურთი არ ჩერდებოდა მოედნის ცენტრში, ჩვენს საჯარიმოში კი იყო ბრძოლა.მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით ამას.ცენტრალურმა მცველებმა შესანიშნავად ითამაშეს და დაიმსახურეს საქებარი სიტყვები.ეს იყო ძალიან დიდი ფიზიკური გამოწვევა, რასაც ისინი კარგად გაუმკლავდნენ.გოლის ეპიზოდში ანდერსონმა გააკეთა შესანიშნავი გადაცემა.შემდეგ ასევე კარგად ითამაშა ჩიჩარიტომ, რომელმაც რუნის ცარიელ კარში გაატანინა.ეს იყო ადვილად გასატანი ბურთი უეინისთვის.ჩვენ ბევრი მომენტი გავაცუდეთ და პენალიც ვერ გავიტანეთ.”

რაიან გიგზი


სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ რაიან გიგზი დარჩება კლუბში კიდევ ერთი სეზონი.”ის იქნება ჩვენთან ერთად კიდევ ერთი სეზონი.მის თამაშში არ იგრძნობა დაღლილობა ან სისუსტე.ის ისევ სტებილურია.რაიანი დაგეშილია გამარჯვებაზე.იგი არაჩვეულებრივი ადამიანია.”

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
17 იანვარი 2013 22:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მალე ჩადგებიან ფორმაში ნანი ანდე რუნი და მერე მოვიგებთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top