თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2016, 20:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2871,
კომენტარები: 14
მოურინიოს ბრალი წაუყენეს
ჟოზე მოურინიოს საქმე ოფიციალურ სახეს იღებს.
მოურინიოს ბრალი წაუყენეს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ბარნლისთან" შეხვედრის შემდეგ გამოვლენილ უღირს საქციელში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე მთავარმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა მოურინიო მწვრთნელის სავარძლიდან გააძევა. ასეთი სასჯელი მოურინიომ მსაჯის ნამუშევრით უკმაყოფილების გამოხატვის გამო მიიღო.

"ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე გადასული ჟოზე ვერ დამშვიდდა და შესვენებაზე კლატენბურგს კვლავ მიმართა პრეტენზიებით - ამჯერად ტრიბუნექსქვეშა განლგაგებაში ყოფნისას.

მოურინიოს ბრალი წაუყენეს


მსაჯის ანგარიშის გადახედვის შედეგად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა მოურინიოს ოფიციალური ბრალდება წაუყენა. პორტუგალიელს პასუხის გასაცემად პარასკევს 6 საათამდე აქვს დრო.

"მსაჯის ანგარიშიდან გამომდინარე ჩანს, რომ ჟოზე მოურინიომ მარკ კლატენბურგის მისამართით შეურაცხმყოფელი გამოთქმები გამოიყენა ტრიბუნებსქვედა განლაგებაში", - ნათქვამია ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო: mirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
2 ნოემბერი 2016 03:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: levionok
levionok

იდო მაგასთან დაკავშირებით სტატია.
რაც შეეხება მოურინიოს ასე ვთქვათ სასჯელს არ არის სამართლიანი.ეს ემოცია იმ მომენტებიდან წამოვიდა როდესაც მსაჯმა საკამოდ ბევრჯერ მიქარა,საერთოდ ზოგადად მსაჯებს ძალიან დიდ თავისუფლებას ანიჭებენ და ეს საკმაოდ ცუდია,ეგ კი არა იმასაც ვეღარ გაიგებ ზუსტად რა მომენტში იდება პენალტი,ეს უფლება სრულიად გადაებარა მსაჯს და ახლა ელოდე კონკრეტულ თამასში რა გადაუბრუნდება თავში და რას მოიფიქრებს.არ არის ეს სწორი,მაგრამ ამ ყველაფრის გამომსწორებელიც აღარავინ არის.დ არმიანის მომენტებიც რომ გამოვრიცხოთ,ასევე ბოლო წუთებზეც შეიძლებოდა თერთმეტ მეტრიანის დანიშვნა,როდესაც პოგბა აწოდებდა და ხელზე მოხვდა მოწინააღმდეგეს.მაგაზეც თუ აღარ ინიშნება და ბარემ ხელ-ფეხბურთი ითამაშონ მოედამზე.
1
№12
ავტორი: levionok
2 ნოემბერი 2016 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: Lalana
ციტატა: levionok
levionok

იდო მაგასთან დაკავშირებით სტატია.
რაც შეეხება მოურინიოს ასე ვთქვათ სასჯელს არ არის სამართლიანი.ეს ემოცია იმ მომენტებიდან წამოვიდა როდესაც მსაჯმა საკამოდ ბევრჯერ მიქარა,საერთოდ ზოგადად მსაჯებს ძალიან დიდ თავისუფლებას ანიჭებენ და ეს საკმაოდ ცუდია,ეგ კი არა იმასაც ვეღარ გაიგებ ზუსტად რა მომენტში იდება პენალტი,ეს უფლება სრულიად გადაებარა მსაჯს და ახლა ელოდე კონკრეტულ თამასში რა გადაუბრუნდება თავში და რას მოიფიქრებს.არ არის ეს სწორი,მაგრამ ამ ყველაფრის გამომსწორებელიც აღარავინ არის.დ არმიანის მომენტებიც რომ გამოვრიცხოთ,ასევე ბოლო წუთებზეც შეიძლებოდა თერთმეტ მეტრიანის დანიშვნა,როდესაც პოგბა აწოდებდა და ხელზე მოხვდა მოწინააღმდეგეს.მაგაზეც თუ აღარ ინიშნება და ბარემ ხელ-ფეხბურთი ითამაშონ მოედამზე.

სად იდო აბა,რო ვერ ვნახე?
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
2 ნოემბერი 2016 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მარსიალს რა ჭირს სადააა?
0
№14
ავტორი: Lalana
2 ნოემბერი 2016 11:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: levionok
სად იდო აბა,რო ვერ ვნახე?

აი მზადება ფენერბახჩესთან მატჩისთვის მანდ შედი და მანდ არის ვარჯისის ფოტოები,სადაც შვაინშტაიგერზეა ყურადღება გამახვილებული.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top