თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2016, 14:41
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 3061,
კომენტარები: 12
ბლინდი: "იუნაიტედმა" ყველაფერი გააკეთა"
დეილი ბლინდმა თამაში და "ბარნლის" გოლკიპერი შეაფასა.
ბლინდი:
დეილი ბლინდმა "ბარნლისთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. ეს შეხვედრა დაუჯერებლად მიიჩნია, რადგან ჰიტონმა თამაში შესანიშნავად ჩაატარა, რის შედეგადაც საკუთარ კლუბს 1 ქულა მოუტანა.

"იუნაიტედმა" 37-ჯერ დაარტყა კარისკენ, ხოლო კარში 11-ჯერ, ჰიტონმა კი თერთმეტივე ბურთი მოიგერია და ბრწყინვალე შთბეჭდილება დატოვა. ზლატანმა მშვენიერი მომენტი გაანიავა მატჩის ბოლოს პოგბას დარტყმის შემდეგ და საბოლოოდ ანგარიში 0:0 დაფიქსირდა. მიუხედავად ჰიტონის საოცრებებისა ჰოლანდიელი ამტკიცებს, რომ "იუნაიტედის" ახალგაზრდები გუნდში პროდუქტიულად თამაშობენ.

"ეს დაუჯერებელი იყო, ჩვენ 15-მდე შანსი გვქონდა და რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია ჩვენ ვერცერთჯერ ავიღეთ "ბარნლის" კარი. ვფიქრობ, ჰიტონის სახით "ბარნლიმ" მშვენიერი მეკარე მიიღო, რადგან ჩვენი განიავებული მომენტების შემდეგ, რა თქმა უნდა, მისადმი ნდობა გაიზრდება. ის შეუდარებელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უნდა მოგვეგო აღნიშნული მატჩი" - განაცხადა ჰოლანდიელმა MUTV-სთან ინტერვიუში.

წყარო: Goal
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
30 ოქტომბერი 2016 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარჯვენა შემტევი კარგი სწრაფი კრეატიული ნახევარმცველი გვინდა ზამთარში და ბევრი პრობლემა მოგვარდება
0
№12
ავტორი: gela-manutd
31 ოქტომბერი 2016 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ფრის ღირსი ნაღდად არ ვიყავით უნდა მოგვეგო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top