თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2016, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2625,
კომენტარები: 15
FA მეორე გამოძიებას დაიწყებს
ჟოზე მოურინიოს მორიგმა საქციელმა ასოციაციის უკმაყოფილება გამოიწვია.
FA მეორე გამოძიებას დაიწყებს
FA მზად არის, მეორე გამოძიება დაიწყოს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ქმედების გამო, რომლის შედეგადაც პორტუგალიელი "ბარნლისთან" მატჩში ტრიბუნაზე აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის მიწურულს "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა წესების დარღვევა ვერ დაინახა "ბარნლის" მცველის, ჯონ ფლენეგანის მოქმედებაში, რაც მატეო დარმიანს წაქცევაში დაეხმარა.

გასახდელში გასვლისას მოურინიო კლატენბურგისადმი პრეტენზიების გამოხატვას შეეცადა, მაგრამ პასუხად იგი ტრიბუნებზე გააძევეს, საიდანაც მეორე ტაიმს მიადევნა თვალი, რომლის დროსაც კლატენბურგმა კიდევ რამდენიმე პენალტის დანიშვნა არ ისურვა, ბოლოს კი მოედნიდან "წითლების" ნახევარმცველი ანდერ ერერა გააძევა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ პრესასთან გასაუბრება არ ისურვა და თავისი ვალდებულებები ასისტენტ რუი ფარიას გადააბარა, რომელმაც მსაჯის მუშაობას სარკასტულად "ბრწყინვალე" უწოდა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ახლა კლატენბურგის დასკვნას ელოდება, რათა მოურინიოს მეორე ბრალდება წაუყენოს - პირველი მათგანი მოურინიოს სულ რამდენიმე დღის წინ წაუყენეს, რისი მიზეზიც "ლივერპულთან" მატჩში დანიშნული მსაჯის შესახებ ნათქვამი სიტყვები გახდა.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
30 ოქტომბერი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ყველა ჩვენძეა ამხედრებული ამათი დედას ცენზურა მე
0
№12
ავტორი: gache1991
30 ოქტომბერი 2016 16:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სასაცილოა რა..დარმიანის მომენტმა გამახსენა რამოსმა რო მესის დაარტყა და მერე პუიოლი მიაყოლა..ეგეთ საქციელზე პენალი კი არა რო გაეგდო ხმას ვერავინ ამოიღებდა...მარა არაუშავს....პენლის გარეშეც უნდა მოგვეგო და იდეაში მოვიგეთ კიდეც..
1
№13
ავტორი: giorgi_mg
30 ოქტომბერი 2016 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოუს მსაჯები არ წყალობენ, მაგრამ მესმის მისი მე სახლში რამის ყველაფერი დავლეწე და ეგ რა დღეშია იქ წარმომიდგენია am
0
№14
ავტორი: Amazing Redman
30 ოქტომბერი 2016 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
აშკარაა ჟოზე მსაჯობას არ ევასება ეგ უკვე დიდიხანია ვიცით და გუშინდელმა კლატენბურგის არაადეკავუტმა მოქმედებამ საერთოდ დაღი დაასვა ამ ყველაფერს. არადა მაგრად მევასებოდა კლატენბურკი ყოველთვის ჩესნად მსაჯობდა ჩვენ მატჩებს და არამხოლოდ ჩვენსას საეროდ ყველა თამაშს, მაგრამ ეს უკვე ძაან ნაბოზვარი საქციელია, 3 პენალი აშკარად არ დადო და ამასთანავე ერერას ფეხი გაუსრიალდა და სრულიად შემთხვევიტ წააქქცია, არ იყო გასაგდები ერერა გამოერებაზე ძაან კარგად ჩანს რომ ფეხი სურიალებს შემთხვევიდ. ყველაფერთან ერთად ამდენი გამოუყენებელი მონეტი და დიდი უიღბლო შეხვედრა არცცი წელს განსაკუთრებიტ არგვიმართლებს უკვე.
0
№15
ავტორი: manfan
30 ოქტომბერი 2016 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ციტატა: NINI_ivanishvili
მოურინიოს სიტყვები კი არა ინგლისში მსაჯებს მიხედონ ჯობია, თითქმის ყველა მატჩში ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მართალია ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მსაჯის იმედზე, მაგრამ უსამართლობას აქვს ადგილი. რაც შეეხება კლატენბურგს, მე საერთოდ არ მომწონს ეს მსაჯი, რადგან ზედმეტად ფრთხილია და არც გამკვირვებია ამის ასეთი ქმედებები. ზოგადად მსაჯებს აშკარა პრობლემები აქვთ, ვეღარ გამიგია პენლებს რაზე ნიშნავენ და ჯარიმებს რაზე. გუნდზე სერიოზული ზეწოლა მედიის, საზოგადოების და კრიტიკოსების მხრიდან, რაც არ ყოფილა მგონი არასდროს და ამას ემატება მსაჯების უსუსური შეცდომები და თურმე, როგორ გამოთქვა ჟოზემ უკმაყოფილება.
ამას უნდა გაუძლოს გუნდმა, თავდაჯერებულობა აკლიათ და ცოტა მაშინებს ეგ ფაქტი.

წავიკითხე გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი და ზოგის მართლა არ მესმის, თუმცა ეს მათი აზრია. მე ამ გუნდთან ერთად გავიზარდე და გამიმართლა, რადგან იმ დროს მწვერვალზე იყო იუნაიტედი. ფერგი როცა მიდიოდა ზუსტად ვიცოდი წინ რა გველოდა, მითუმეტეს ასეთი ლეგენდა რომ მიდის და მიყვება ბევრი სხვა, პრაქტიკულად გუნდი დაიშალა. მოიესის და ვან გაალის დანიშვნაზე აღარ ვისაუბრებ, პირადად ჩემთვის ეგენი დიდი შეცდომა იყვნენ იუნაიტედში. რაც ჩეეხება ჟოზეს, საერთოდ არ მინდოდა ამ კაცის გადმოსვლა გუნდში, მაგრამ გუნდის მწვრთნელია და უნდა ვაცადოთ. სისულელეა ჟოზეს შედარება ამ მომენტში გუარდიოლასთან, რადგან ის აწყობილ გუნდში მივიდა და ჩვენი გუნდიც არ იყო იმდენი პრობლემა დახვდა.

გუნდს ეშველება ნამდვილად და ამას დრო სჭირდება ყველაფერი რამოდენიმე თვეში რომ არ გამოსწორდებოდა ყველამ კარგად იცოდა და გუნდის მიმართ უკვე იმხელა აგრესია მოდის, რაც ძალიან საწყენია. გულშემატკივრობა ის არ არის მხოლოდ გამარჯვების დროს რომ უდგახარ გუნდს გვერდში, გაჭირვების დროსაც მათთან ერთად უნდა იყო. არ არის საჭირო თქვა როგორ გეზიზღება და ა.შ. თუ მოგბეზრდათ და ვეღარ უძლებთ მაშინ უყურეთ სხვა გუნდის თამაშებს. ყველა ვხედავთ ვინ რა შეცდომებს უშვებს თამაშში და ჯობია დაწეროთ თქვენი აზრი გუნდს რა სჭირდება იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიოს და არა საკუთარი გუნდის მიმართ გამოავლინოთ ამხელა აგრესია. მესმის ყველა ნერვიულობთ, მაგრამ ამით არაფერი მოგვარდება. მშვიდად დაელოდეთ შედეგს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვა, ხოლო თუ ეს არ მოხდება მიმართავენ შესაბამის ზომებს და იცით, რაც მოხდება. ასე რომ, დამშვიდდით და დაველოდოთ თამაშის ხარისხის გამოსწორებას. შეიგნეთ,რომ დამთავრდა ფერგის ეპოქა და ახლა ჩვენ იუნაიტედის ახალი ეპოქის მოლოდინში ვართ, რაც აუცილებლად მოხდება და ყველა ერთად ვნახავთ ამას. GGMU


0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top