თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 17:01
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 3483,
კომენტარები: 27
გოლი რომლითაც რუნომანია დაიწყო.
უეინ რუნის ფანტასტიურმა გოლმა ინგლუსრი ფეხბურთი თავდაყირა დააყენა
გოლი რომლითაც რუნომანია დაიწყო.
16 წლის ასაკში მოედანზე ევერტონის მაისურით გამოჩნდა ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა უეინ რუნი. მან თავისი მატჩი ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ და ფანტასტიური გოლით გამოიჩინა თავი, რითაც შეძლო გადატრიალება მოეხდინა ინგლისურ ფეხბურთში. ამ მატჩის შემდეგ ის ყველაზე ხშირად მოიხსენიებოდა სპორტულ ამბებში და თვით დეივიდ ბექჰემს ადარებდნენ თავისი ტანალანტითა და დარტყმის სტილით. ის მისი თაობის საუკეთესი ფეხბურთელად ითვლებოდა. გულშემატკივრები გაკვირვებულები იყვნენ ამ ახალგაზრდის თამაშის კონტროლითა და გრძელი პასების სიზუზსტით. სიმენის კარში 30 იარდიდან გატანილმა გოლმა ხომ ყველა აღაფრთოვანა. რუნიმ ამ გოლით ჩემპიონების 30 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. არსენ ვენგერის განცხადებით, უეინ რუნი იყო ინგლისური ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და იცოდა, რომ ის მისი ხასიათის გამო ძალიან ბევრს მიაღწევდა.



მის თანაგუნდელებს სჯეროდათ, რომ ის დაბადებული იყო ვარსკვლავად და დასახულ მიზნებს ყოველთვის მიაღწევდა. ისინი მას ახასიათებენ უნიჭიერეს ფეხბურთელად რომელიც მათ ოდესმე უნახავთ.

დეივიდ ანსვორტი

"ჩვენ ყველანი ვიცოდით თუ როგორი ტალანტი იმალებოდა რუნის შიგნით და მისი გამომჟღავნება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ის ბევრს ვარჯიშობდა, თავს არ ზოგავდა, ამუშავებდა დარტყმებს და ამჟღავნებდა მებრძოლის ხასიათს. არსენალის კარში გატანილი გოლი ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არა ჩვენთვის, რადგან ვხედავთიდ თუ რა შეეძლო მას და მან თავის შესაძლებლობებს კარი სწორედ ამ შესანიშნავი გოლით გაუხსნა. ტომას გრავენსენის პასის მიღებისას უეინი კარისკენ ზურგით იდგა. მან მიიღო ბურთი, დაამუშავა და კარგად გაისწორა და შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა. ბოლო წუთებზე მოახერა გატანა. როცა მისკენ მივდიოდი ვხედავდი თუ როგორ დაესივნენ გახარებული გულშემატკივრები და თანაგუნდელები. მან ეს გოლი მიუძღვნა სწორედ მათ. მას შემდეგ რაც დაიწყო მისი კარიერა ყველანი ვხედავდით როგორი სერიოზულობით ეკიდებოდა თავის საქმეს. ის ბეჯითი იყო, დილით მოდიოდა ძალიან ადრე დაახლოებით საათნახევრით ადრე ვარჯიშის დაწყებამდე და თავს არ ზოგავდა. დარწმუნებული ვარ ასეა იუნაიტედშიც"

ალან ირვინი

"უეინი იყო ფეხბურთელი რომელსაც მწვრთნელი არ სჭირდებოდა. მას იმდენად კარგად ესმოდა თავისი საქმე და არავის მითითებებს არ საჭიროება. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც სკოლიდან ვარჯიშზე მოდიოდა და ევერტონის პირველ გუნდთან ვარჯიშობდა. ის მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერი და გაწონასწორებული იყო. უეინი მხოლოდ თავისი თავის გაუმჯობესებაზე მუშაობდა რათა გუნდითვის წარმატება მოეტანა. გუნდში მყოფი ყველა ადამიანი აცნობიერებდა იმას, რომ რუნი განსაკუთრებული იყო. მას ჰქონდა თამაშის განსაკუთრებული ხედვა და სტილი. ყველა ცდილობდა მასზე მიებაძა. მასში იყო რაღაც ცეცხლი, რომელიც მის გარშემო ყველაფერს წვავდა. მახსოვს, როცა მასთან რეკორდებზე ვსაუბრობდი მახსოვს, რომ ვუთხარი 10 წელში ბევრ მიზანს მიაღწევდა და მან მითხრა, რომ ყველაფრისთვის იბრძოლებდა. რუნი იყო ფეხბურთელი რომელსაც ჰქონდა დასახული მიზანი, რომელსის მისაღწევადაც დაუღალავად იბრძვის. მას ჩვენ მუდმივად ვაფრთხილებდით, რომ ფულის გამო კონტროლი არ დაეკარგა და ყველაფერი გაეწონასწორებინა ცხოვრებაში. მისი გოლი არსენალში იყო მისი პრეზენტაცია და ყველას ვეუბნებოდი რომ დაიმახსოვრეთ სახელი უეინ რუნი!"

პიტერ მაკინტოში(რუნის პირველი აგენტი)

"უენს ჰქონდა უდიდესი მხარდაჭერა თავისი ოჯახისგან. მე მამაისთან და ბაბუამისთან ერთად დავდიოდი ხოლმე მის თამაშებზე. როდესაც ის მიიწვიეს ინგლისის U16 თამაში ლივერპულიდან რამდენიმე საათის სავალზე იყო ქალაქი სადაც ჩატარდებოდა მისი მატჩი. სამწუხაროდ ვერ ითამაშა. როდესაც ევერტონის პირველ გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში მას სკოლა ახალი დასრულებული ჰქონდა და დავიდ მოიესი არ აძლევდა შანსს გამოსულიყო მოედანზე. მახსოვს, როცა ერთხელ მასთან ვიყავი, სახლში შემოვიდა და ამიღო მაისური რომელზეც ეწერა Once blue, always blue. ის ამ ფაქტიტ ძალიან გახარებული იყო და სტიმული მოემატა. ის ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი იყო და სურდა ბევრის მიღწევა. როცა მან პირველი გოლი გაიტანა არსენალის წინააღმდეგ ის ძალიან ბედნიერი იყო რადგან ის გაიცნეს როგორც შესანიშნავი ფეხბურთელი უეინ რუნი."

დარენ გრიფიტსი(ევერტონის პრესცენტრი უფროსი)

მახსოვს, როდესაც ევერტონი არსენალთან თამაშობდა მე ვიჯექი კომენტატორის გვერდით, რომელსაც მიყავდა თამაშის რეპორტაჟი. ბოლო წუთები როცა მიმდინარეობდა დაძაბულები ვიყავით, ყველა იმის მოლოდინში იყო თუ რა მოხდებოდა. უცებ კომენტატორმა გამოაცხადა, რომ უეინ რუნიმ თავისი შესანიშნავი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. ეს ყველაზე მაგარი მომენტი იყო, ყველანი სიხარულისგან დავხტოდით. როცა რუნი ახალგაზრდულ ლიგაში თამაშობდა ჟურნალისტმა მკითხა, ვინ იყო გამორჩეული ახალგაზდებს შორის. მე ვუპასუხე რომ ეს იყო უეინ რუნი. როგორც გამოჩნდა ეს პასუხი მისთვის მოულოდნელი იყო. რუნის დებიუტი ევერტონის შემადგენლობაში იყო ტოტენჰემის წინააღმდეგ 2002-2003 წლებში. თუმცა მაგ დროითვის უფრო მეტად ყურადღრება გადატანილი იყო ჩინელ ლი ტაიზე, რომელიც პირველი ჩონელი ფეხბურთელი იყო პრემიერ ლიგაში. რუნის გოლმა, რომელიც მან არსენალს გაუტანა, აღფრთოვანა ხალხი და ასევე ყოველი გაზეთის ჰედლაინებში მხოლოდ რუნის სახელი იწერებოდა. გოლი ჩემპიონისა და ინგლისის ნაკრების მეკარის კარში ასეთი ახალგაზრდისაგან ყველას დაამახსოვრდა და ყველა უეინ რუნის სკანდირებდა. ეს იყო რუნომანიის დასაწყისი!"

წყარო:The Dailymail
სტატიები
27 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 17:10
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: ViVi

გამორიცხულია ამ გოლს ვუყურო და ტანში არ დამაჟრიალოს რა ვგიჟდები ამ გოლზე

მეც ეგრე ვარ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2012 17:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
: R.v.Persie

საღოლ ბექ :*:*:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: love united
14 ოქტომბერი 2012 17:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..რა ტემპია საიტზე?!. ესე გავაგრძელოთ ბევრი სიახლე,ბევრი კომენტარ და კონკურენტი საიტი ჩამოტოვებულია... derpthumb
0
№14
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2012 17:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
love united,
ავატარები დაიყენეთ, რაღაც ნიტოა რა ესე cerealguy შენი userbar-ი რა უყავი?!
0
№15
ავტორი: R.v.Persie
14 ოქტომბერი 2012 17:26
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
მაგარია რა რუნი რამდენს მიაღწია თავისი შრომით derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№16
ავტორი: Jubo
14 ოქტომბერი 2012 17:27
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ViDa,
რომელი პლანეტიდან ხარ შენ fuckthatbitch
Rembember the name, Wayne Rooney!
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო ამ გოლის მერე ვისაც პრემიერ ლიგაში გოლი აქვს გატანილი love საღოლ ბექა! derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: TROJAn
14 ოქტომბერი 2012 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
საღოლ
0
№18
ავტორი: Mike
14 ოქტომბერი 2012 17:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ყოჩაღ პერს :* ინგლისში არ ვიცი მარა ჩემში დიდი ხანია დაწყებულია )))
0
№19
ავტორი: SHeRma_Rooney
14 ოქტომბერი 2012 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
საღოლ რუნიიიიიი <3 love love
0
№20
ავტორი: Amanda Seyfried
14 ოქტომბერი 2012 19:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
შრეკ hi2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top