თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2013, 02:46
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 12
შემდეგი მოწინააღმდეგე - "ფულემი"
ბერბატოვი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ...
შემდეგი მოწინააღმდეგე -
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა "ვესტ ჰემის" ბარიერის გადალახვა "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მორიგ მატჩს გამართავს ლონდონური კლუბის წინააღმდეგ.
მარტინ ჯოლის "ფულემი" "ოლდ ტრაფორდს" ამ სეზონში მეორედ ეწვევა კვირას, 26 იანვარს. ლონდონელები იყვნენ ამ სეზონში "მანჩესტერის" პირველი სტუმრები, აგვისტოში, სადაც 3-2 დამარცხდნენ. "მე ძალიან კმაყოფილი ვარ კენჭისყრის შედეგით" განაცხადა სერ ალექსმა "მორიგი შეხვდრა სახლში, "ფულემის" წინააღმდეგ".

"ფულემს", ისევე როგორც "იუნაიტედს" დასჭირდა განმეორებითი მატჩის ჩატარება, რომ მეოთხე რაუნდში მოხვედრილიყვნენ. თუმცა ლონდონელებს ძალიან რთული მატჩის ჩატარება მოუწიათ. მათ დაამარცხეს "ბლექპული" სამშაბათს, გასვლით მატჩზე. ნათან დელფონსომ დააწინაურა მასპინძლები, თუმცა ყოფილმა "იუნაიტედის" ფეხბურთელმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ კი 116 წუთზე ბრედ ჰანგლენდის თავურმა "ბლექპულს" ყველანაირი იმედები გადუწურა.
დიმიტარ ბერბატოვი არ იყო განაცხადში განმეორებით მატჩში, თუმცა ის აუცილებლად ითამაშებს 26 იანვარს "ოლდ ტრაფორდზე". ეს იქნება პირველი თამაში ბერბატოვისთვის "ოცნებების თეატრში", მას შემდეგ, რაც მან "იუნაიტედი"დატოვა. ბულგარელს შესაძლებლობა ექნება თავის ყოფილ კლუბს ორ კვირაში ორჯერ დაუპირისპირდეს, რადგან 2 იანვარს "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს "კრავენ კოტეჯზე".

ეს კი FA Cup-ის სრული ცხრილი:

"ნორვიჩ სიტი" - "ლუტონ თაუნი"
"ოლდჰემ ატლეტიკი" - "ლივერპული"
"მაკსფილდ თაუნი" - "უიგანი"
"დერბი ქაუნთი" - "ბლექბერნ როვერსი"
"ჰულ სიტი" - "ბერნსლი"
"მიდლსბრო" - "ალდერშოტ თაუნი"
"მილუოლი" - "ასტონ ვილა"
"ლიდს იუნაიტედი" - "ტოტენჰემ ჰოტსპური"
"ბრიგტონ & ჰოვ ალბიონი" - "არსენალი"
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ სიტი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი"
"ბრენტფორდი" - "ჩელსი"
"რედინგი" - "შეფილდ იუნაიტედი"
"ჰადერსფილდ თაუნი" - "ლეიკესტერ სიტი"
"ქპრ" - "მკ დონსი"
"ბოლტონი" - "ევერტონი"


წყარო: ManUtd.com

სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
17 იანვარი 2013 14:42
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ლივერპულს ჯერ მენსფილდი ეხლა ოლდჰემი lol
0
№12
ავტორი: ლადო
17 იანვარი 2013 15:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მაგარი უაზრო კენჭისყრა იყო რაააააა((((((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top