თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2016, 09:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 12
ჩავის რჩევა "იუნაიტედის" კაპიტანს
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი უეინ რუნის რჩევას აძლევს.
ჩავის რჩევა
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი ჩავი ერნანდესი უეინ რუნის ურჩევს, კარიერა ევროპაში განაგრძოს.

31 წლის ფეხბურთელის რეგრესმა მისი საზღვარგარეთ, კერძოდ კი ამერიკისა და ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატებში გადასვლის შესახებ ხმები გააძლიერა. რამდენიმე ჩინური კლუბი მზადაა, რუნის არნახული ხელფასი შესთავაზოს.

მაგრამ ჩავი, რომელმაც "ბარსელონა" კარიერის მიწურულს დატოვა, რუნის კონტინენტზე დარჩენას ურჩევს. ესპანელის აზრით, რუნის ევროპული ფეხბურთისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.

"ამერიკის, ჩინეთისა და სხვა ლიგებისდამი პატივისცემის მიუხედავად, რუნი ჯერ ამისთვის მზად არ არის. ორი-სამი წლის შემდეგ - შეიძლება. მაგრამ ამ ასაკში ჯერ კიდევ არ დამდგარა რუნის იქ გადასვლის დრო.

მის ასაკში ასეთი უნარების მქონე ფეხბურთელი ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს. ვფიქრობ, რუნის ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". მაგრამ კლუბი და ფეხბურთელი თანამშრომლობის შეწყვეტას თუ გადაწყვეტენ, ევროპის ტოპ-კლუბებს გამოადგებოდა",
- განაცხადა ჩავიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2016 23:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მინიმუმ 1-2 სეზონი კიდევ უნდა იყოს, მერე ვნახოთ, ძაიან მაგარი იქნებოდა აქ დაესრულებინა კარიერა
0
№12
ავტორი: stepno
28 ოქტომბერი 2016 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu raa magrad mjeraa roo kide bevrs gaaoceba uenii prostaa darqmunebuli var tipi iseti jilkianiaa ar aris gamoricxuli ertxel kide gaxdes tundac wlis sauketeso fexburteli
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top