ჟოზე მოურინიოს თქმით, გასულ ტურში, ერიკ ბაიიმ მუხლის ტრავმა მიიღო და მძიმედ დაშავდა. ბაიი 52 წუთზე მარკოს როხომ შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი იუქმებს კოტ'დიუვარელი.
"ის დაშავებულია, არ ვიცი რამდენად მძიმეა ტრავმა, თუმცა ვიცი, რომ იგი თავს ცუდად გრძნობს.“ - განაცხადა ჟოზემ
რაც შეეხება მარუან ფელაინის, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით კითხვისნიშნისქვეშ დგას. დიდი ალბათობით, იგი ვერ შეძლებს დერბიში მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, რომ მარუან ფელაინი დავიდ ლუიზთან ორთაბრძოლაში დაშავდა და მან შეხვედრის მეორე ნახევრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანმა, უეინ რუნიმ კუნთის ტრავმის გამო "ჩელსისთან" შეხვედრა გამოტოვა. როგორც ცობილია, იგი ჯერ მზად არ არის 90 წუთის სათამაშოდ.
პეპ გვარდიოლას განცხადებით, "სიტის" ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინე დღევანდელ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გასულ ტურში ბელგიელმა ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
“შემადგენლობის როტაციას ვგეგმავთ, მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყვანას ვგეგმავთ, ვფიქრობ ეს მათ დაიმსახურეს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.