თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2016, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2496,
კომენტარები: 11
მოურინიო: "აბრამოვიჩის მეგობარი არასდროს ვყოფილვარ"
ჟოზე მოურინიოს თავისი ყოფილი კლუბის მფლობელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "ჩელსის" მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

"სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრთა მფლობელობის პერიოდში აბრამოვიჩმა ორჯერ დაითხოვა მოურინიო სამსახურიდან, მათ შორის, გასული წლის დეკემბერში.

პორტუგალიელის თქმით, ის ყოველთვის აფასებდა რომანს, მაგრამ მეგობრად არასდროს თვლიდა.

"მას მეგობარს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის მფლობელი იყო და მეც ამ სტატუსის გამო ვცემდი პატივს. ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.

სახლში თუ დავდიოდი მასთან, მხოლოდ პროფესიონალური ხასიათის შეხვედრა გვქონდა. პირად საკითხებს არასდროს ვუზიარებდით ერთმანეთს. მეგობრები არ ვყოფილვართ - შესაძლოა, იმის გამო, რომ მის პოზიციას პატივს ვცემდი. შესაძლოა, მასთან პრობლემა არ მქონია, რადგან მისდამი პატივისცემას გამოვხატავდი, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვქონია.

კვირას ხელს ჩამოვართმევ და ვკითხავ, შვილები როგორ ჰყავს. რამდენიმე მათგანს ვიცნობ და მომწონს, ძალიან თავაზიანები, მოკრძალებული და ზრდილობიანები არიან. ამისთვის თუ გამოვნახავ დროს, ყველაფერი კარგად ჩაივლის",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: espn
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: nika manchester
23 ოქტომბერი 2016 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ფრეა ეს თამაში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top